MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კურტუა "რეალშია". რა ბედი ელის კეილორ ნავასს?

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი თარიღი: 11-08-2018, 01:03
კურტუა "რეალშია". რა ბედი ელის კეილორ ნავასს?

ტიბო კურტუა მადრიდში ბრუნდება. ახლა მისი სახლი "რეალია". ქალაქის მეორე ნაწილში ოდნავ დაიძაბნენ. ყველას აინტერესებს, როგორ შეაფასებენ გულშემატკივრები ამ ტრანსფერს, როგორ დახვედრას მოუწყობენ ბელგიელს ფანები, რომლებსაც ის ოდესღაც უყვარდათ, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გვავიწყდება - კეილორ ნავასი. რა ბედი ელის კოსტა-რიკელ გოლკიპერს?

მის მინუსებზე საუბრები კარგა ხანია შეწყდა. ის ყოველ მატჩში მინდორზე გადიოდა და კლუბის გერბისთვის ბოლომდე იბრძოდა. "რეალში" მეკარეებს მოწყენის საბაბი არასდროს ჰქონიათ. ნავასს უფრო და უფრო მეტი მუშაობა დასჭირდა.

რა თქმა უნდა, კოსტა-რიკელს ჩავარდნებიც ბევრი ჰქონდა, მაგრამ თავდაჯერებულობას მალევე იბრუნებდა. ის ვარჯიშებზე თავს არ ზოგავდა. სხვაგვარად დიდებული გოლკიპერი ვერასდროს გახდები. ეს მისი მიზანია. ეს მისი ოცნებაა.

ახლა მისი შეცდომების გახსენებაც არ გვინდა. მასთან ერთად "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო და საჭირო მომენტებში კეილორი ყოველთვის საიმედო იყო.

ამ ზაფხულს კლუბი ნავასის მწვრთნელმა დატოვა

კურტუა "რეალშია". რა ბედი ელის კეილორ ნავასს?


კეილორმა კარიერის საუკეთესო სეზონები ერთ მწვრთნელთან ლუის ლოპისთან ერთად ჩაატარა. ჯერ კიდევ "ლევანტეში" მათმა საერთო მუშაობამ პირველივე სეზონში შესანიშნავი შედეგი გამოიღო, ხოლო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატება ვიხილეთ. მათი ვარჯიშებს ვიდეო მილიონობით ნახვას აგროვებდა.

ლოპისი წარმოშობით ბასკია, ხოლო ფეხბურთელის რანგში განსაკუთრებული მიღწევა არ აქვს. სამაგიეროდ, როგორც მწვრთნელმა, მთელ ესპანეთში სახელი გაითქვა.

ნავასმა პირველი სეზონი თავისი მწვრთნელის გარეშე გაატარა. "ლევანტემ" ლოპისი "გრანადაში" გაუშვა. ერთი წლის შემდეგ ლუისი კეილორს კვლავ შეხვდა. ადრე ლოპისი "რეალის" აკადემიაში იმყოფებოდა, მაგრამ ასეთი წამყვანი როლი გუნდში არასდროს ჰქონია.

ლუის ლოპისი კეილორ ნავასის "რეალში" თამაშის გარანტად იქცა. ესპანეთში მას ნავასის მფარველ ანგელოზსაც ეძახიან. 2018 წლის ივნისში ლოპისი "რეალ სოსიედადში" გადაბარგდა, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ მეკარეების მომზადების ინოვაციური მეთოდები მხოლოდ ნავასზე არ მოქმედებს.

მუდმივად მეკარის საკითხი "რეალში"

ყოველ ზაფხულს, ყოველ ზამთარს, მთლიანობაში, ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე "რეალში" ახალ მეკარეზე საუბრები არ წყდება. დე ხეას სატრანსფერო საგაზე საუბარი რად ღირს, ცოტა ხნის წინ კი მადრიდელებმა კეპა არიზაბალაგაზე თქვეს უარი. ახლა კი ტიბო კურტუა. "რეალს" ამჯერად არც ფაქსთან და არც სხვა რაიმე დაბრკოლებასთან ჰქონია საქმე. ამიტომ, ბელგიელი გოლკიპერი უკვე მადრიდშია.

ყველა წინა შემთხვევაში იმედგაცრუებას კლუბის ნავასისადმი მიდგომა იწვევს. კეილორს ეს ნამდვილად არ დაუმსახურებია. წარმოიდგინეთ, ის ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერია, რომ ეს ყველაფერი გადალახა. კოსტა-რიკელი დღესაც თავდაუზოგავად შრომობს.

მძიმე კონკურენცია კურტუასთან

კურტუა "რეალშია". რა ბედი ელის კეილორ ნავასს?


"კეილორი მოხარულია იმით, რომ ამ გუნდის ნაწილია, ჩვენ კი მისი აქ ყოფნა გვახარებს" - განაცხადა ლოპეტეგიმ "რომასთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ, მაგრამ ყველაფერი სწრაფად იცვლება და შესაძლოა მალე კოსტა-რიკელი "რეალის" კარში ვეღარ ვიხილოთ.

რა თქმა უნდა, რამდენიმე ვარიანტი არსებობს: ძირითადისთვის იბრძოლებს ან დანებდება. თუ კეილორის მებრძოლ ხასიათს გავითვალისწინებთ, მეორე ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ. თუმცა, პირველი ვარიანტიც საფრთხის წინაშეა. დამეთანხმებით, რომ უცნაურია მეკარის სანაცვლოდ 40 მლნ. ევრო გადაიხადო და სკამზე დასვა.

ივლისში ნავასი ამტკიცებდა, რომ "რეალში" თავის მომავალთან დაკავშირებით სიმშვიდეს ინარჩუნებდა. "კლუბთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ძალ-ღონე უნდა მოვიკრიბო და "რეალში" თითოეული მომენტისგან სიამოვნება მივიღო". თუმცა, ახლა უფრო რეალური ხდება ის ფაქტი, რომ ნავასის მადრიდული კარიერა დასასრულს უახლოვდება.

კურტუა მადრიდული გრანდისთვის და ფლორენტინო პერესისთვის ტოპ-კლასის გოლკიპერია. ზაფხულის პირველი საოცარი ტრანსფერი "გალაქტიკოსის" სტილში. ამჟამად, ტიბო მსოფლიოს სამ საუკეთესო გოლკიპერში შედის, ხოლო მისთვის მადრიდი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. აქ ბელგიელის ოჯახი ცხოვრობს. ამიტომ, მისთვის ეს სახლში დაბრუნება გამოდგა.

თუ ნავასი გუნდში დარჩება, "რეალის" ძირითადი მეკარეობისთვის ბრძოლა უფრო და უფრო საინტერესო იქნება.

თუმცა, კეილორი უკვე დიდი ხანია თითოეული მადრიდისტას გულშია.

წარმატებები, La Pantera.

მეკარეების მდგომარეობა ახალი სეზონის წინ

ტიბო კურტუას მადრიდის "რეალში" გადაბარგებით მეკარის პოზიციაზე ძირეული ცვლილებები განხორციელდება. გაზეთმა AS-მა "რეალის" თითოეული მეკარის ამჟამინდელი სიტუაცია განიხილა......

"რეალის" დილემა: დე ხეა თუ კურტუა?

ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა მადრიდის "რეალის" გოლკიპერი გახდეს......

კეილორ ნავასის პრობლემები

კეილორ ნავასი, რომელმაც გასულ სეზონში თავისი დიდებული თამაშის წყალობით მადრიდისტებს დავიდ დე ხეა დაავიწყა, დღეს არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. საქმე იმაშია, რომ კოსტა-რიკელის მიერ ახალ სეზონში მოგერიებული ბურთების პროცენტული...

ნავასის მინდორზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილი გახდა

კეილორ ნავასის გამოჯანმრთელების პროცესი მალე უნდა დასრულდეს. კოსტა-რიკელი ექიმები, რომლებიც ნავასს გამოკვლევებს უტარებენ, გვამცნობენ, რომ გოლკიპერი მინდორს სექტემბრის შუა პერიოდში დაუბრუნდება. თავად კეილორი აცხადებს, რომ...

კოსტა-რიკული კედელი

კეილორი უფრო და უფრო თავდაჯერებულია......

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვენდოთ კეილორ ნავასს

დროა კოსტა-რიკელი გოლკიპერი გავამხნევოთ......

კეილორ ნავასს რეკორდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

კოსტა-რიკელი გოლკიპერი შესაძლოა "სამეფო კლუბის" ისტორიაში შევიდეს......

რაფა ბენიტესი კეილორ ნავასს სრულ ნდობას უცხადებს

სიტუაცია, რომელშიც ახლა კეილორ ნავასი აღმოჩნდა, ზღაპრულ სიზმარს ჰგავს, სადაც ის მოულოდნელად მადრიდის "რეალის" ძირითად გოლკიპერად იქცა. თუმცა, ამაში საოცარი არაფერია, რადგან მან მოსამზადებელი ეტაპი სტაბილურად ჩაატარა და სწორედ...

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.