იგუაინმა "რეალის" კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა და ოვაციები მიიღო

იგუაინმა "რეალის" კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა და ოვაციები მიიღო

გონსალო იგუაინმა "მილანის" მაისურით "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" კარში პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ ყოფილი კლუბისადმი პატივისცემის ნიშნად გატანილი გოლი არ აღნიშნა...

მადრიდულმა პუბლიკამ არგენტინელის ღირსეული საქციელი დააფასა და მას მოედნიდან გასვლისას ოვაციები მიუძღვნა.

იგუაინი "რეალს" 2006/07 წლების ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "რივერ პლეიტიდან" შეუერთდა. მან მადრიდული გრანდის მაისურით 264 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 122 გოლი გაიტანა. "პიპიტა" 2013 წლის ზაფხულში "ნაპოლიში" გადაბარგდა, ორი წლის შემდეგ კი რეკორდული თანხის სანაცვლოდ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა. გონსალო ამ ზაფხულს არენდით "მილანში" გადაბარგდა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.