ლოპეტეგი: "დღევანდელი გამარჯვებით კმაყოფილი ვარ"

ლოპეტეგი: "დღევანდელი გამარჯვებით კმაყოფილი ვარ"

ხულენ ლოპეტეგიმ სანტიაგო ბერნაბეუს თასზე "მილანთან" (3:1) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

თამაში

"დღევანდელი გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. ეს ისტორიული ტიტულია, რომელიც საკუთარ მოედანზე ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოვიპოვეთ. "მილანმა" გამარჯვების მოსაპოვებლად ბევრი ძალა დაგვაკარგვინა. თავდაუზოგავად შრომას ვაპირებთ, რადგან ევროპის სუპერთასის მატჩი ძალიან ახლოსაა".

სადებიუტო მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე"

"პირველი საშინაო მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ყურადღება უნდა გავამახვილო იმ პასუხისმგებლობაზე, რაც გვაკისრია. სტადიონი დიდებული იყო".

ბეილის სათამაშო პოზიცია

"გარეტი ძალიან კმაყოფილია და შესანიშნავი სეზონის ჩატარებას გეგმავს. ის მობილურია, რაც პოზიციის მიუხედავად საშუალებას აძლევს წარმატებით იასპარეზოს როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. ბეილი კარგად ვარჯიშობს და მისით კმაყოფილები ვართ".

ბენზემა კრიშტიანუს გარეშე

"ქარიმით აღფრთოვანებულები ვართ. ის ძალიან კარგად ვარჯიშობს. მან სეზონისთვის მზადება თავიდანვე დაიწყო და სწორედ ამიტომ ამჟამად მისი კონდიციები ოპტიმალურია. ბენზემას წარმატებული სეზონის ჩატარება სურს. მისი თამაში მოედნის ბევრ მონაკვეთზე მუშაობას მოიცავს, მაგრამ ყველა ფორვარდის მსგავსად, მასაც გოლების გატანა უყვარს. ის გატანილი გოლით და მიღწეული შედეგით კმაყოფილია".

რეგილონი და მაიორალი

"ჩვენი ყველა კანტერანოთი კმაყოფილები ვართ. მათ კარგი მოსამზადებელი ეტაპი ჩაატარეს. ჩვენ კვლავ შემადგენლობის ფორმირების პროცესში ვართ და თვის ბოლოს საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ".

კურტუა და ნავასი

"უპირატესობა ის გვაქვს, რომ ახლა ამ პოზიციაზე შესანიშნავი კონკურენციაა. იგივე კონკურენცია ექნებათ სხვა ფეხბურთელებსაც. შემდეგში ვინც არ უნდა დავაყენოთ კარში, ნებისმიერ შემთხვევაში ძლიერი მეკარე ითამაშებს. ვნახოთ, რა იქნება. ეს პრობლემა არ არის. პირიქით, გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.