ვინისიუსი: "ამ მომენტზე ყოველთვის ვოცნებობდი"

ვინისიუსი: "ამ მომენტზე ყოველთვის ვოცნებობდი"

ვინისიუს ჟუნიორმა და ბორხა მაიორალმა სანტიაგო ბერნაბეუს თასზე "მილანთან" (3:1) გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცეს...

ვინისიუს ჟუნიორი

"ამ მომენტზე ყოველთვის ვოცნებობდი და მნიშვნელობა არ აქვს, რომ ეს ამხანაგური მატჩი იყო. "სანტიაგო ბერნაბეუზე" დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდი ძალიან დამეხმარა. ადაპტაცია იმაზე სწრაფად გავიარე, ვიდრე მეგონა. ბრაზილიელი თანაგუნდელები ბევრს მესაუბრებიან. ეს მადრიდთან ადაპტირებაში ძალიან მეხმარება".

"ძალიან გახარებული ვარ იმით, თუ როგორ შემხვდა ადგილობრივი პუბლიკა. ვცდილობ უფრო და უფრო კარგი თამაში ვაჩვენო".

"ევროპის სუპერთასს კარგ ფორმაში ვხვდებით. უკვე ტემპში ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების ნაწილი შვებულებიდან ეს-ესაა დაგვიბრუნდა. ყველა კონცენტრირებულია. ახლა ევროპის სუპერთასზე გამარჯვებას ვგეგმავთ".


ბორხა მაიორალი

"გატანილი გოლით და გუნდის გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. შესანიშნავი გუნდი გვყავს და პროდუქტიული სეზონის ჩატარებას ვგეგმავთ".

"კარგი მოსამზადებელი ეტაპი ჩავატარეთ. ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ვითამაშეთ და მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. მაშინდელი წაგების შემდეგ ყველა შეხვედრა მოვიგეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ ახალი სეზონი ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად დავიწყეთ".


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.