გატუზო: "რეალს" ძალიან ძლიერი სათამაშო ფილოსოფია აქვს"

გატუზო: "რეალს" ძალიან ძლიერი სათამაშო ფილოსოფია აქვს"

"მილანის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ სანტიაგო ბერნაბეუს თასზე "რეალთან" (1:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა...

"რეალი" კრიშტიანუს გარეშე

"კრიშტიანუ სეზონში 30-40 გოლის გარანტიას იძლევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მისი გადმობარგება ჩვენი ჩემპიონატისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ხოლო "რეალისთვის" დიდი დანაკარგია. ნებისმიერ შემთხვევაში, რონალდუ ჩვენს ჩემპიონატს გაალამაზებს".

"ბარსელონა" დაამარცხეთ, მაგრამ "რეალთან" დამარცხდით. რას იტყვით ამ გუნდებზე? რომელია უფრო ძლიერი?

"რთული კითხვაა. "ბარსელონა" ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებით გვიპირისპირდებოდა, რომლებმაც გვაიძულეს მაქსიმალურად დავხარჯულიყავით. მათი საფეხბურთო სკოლა ძალიან ძლიერია. რაც შეეხება "რეალს", მადრიდელები მოედანზე სწრაფად გადაადგილდებიან და ერთი ზონიდან მეორეში ბურთის სწრაფად გადააქვთ. "რეალს" ძალიან ძლიერი სათამაშო ფილოსოფია აქვს".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.