ვიდეო. როგორ შეხვდა "სანტიაგო ბერნაბეუ" ლუკა მოდრიჩს

ვიდეო. როგორ შეხვდა "სანტიაგო ბერნაბეუ" ლუკა მოდრიჩს

ლუკა მოდრიჩი მოედანს სანტიაგო ბერნაბეუს თასზე "მილანთან" (3:1) გამართულ მატჩში დაუბრუნდა და ხულენ ლოპეტეგის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა...

ტრიბუნები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს მქუხარე ოვაციებით და შეძახილებით ("ლუკა! ლუკა! მოდრიჩ! მოდრიჩ!") შეხვდნენ.



ლუკამ ახალი სეზონისთვის მზადება 5 დღის წინ დაიწყო და "ვალდებებასზე" "კასტილიასთან" ერთად ვარჯიშობდა. ის მარსელოსთან, კაზემიროსთან და ვარანთან ერთად აშშ-დან პირველი გუნდის დაბრუნებას ელოდებოდა.

ბოლო პერიოდში მოდრიჩის "ინტერში" შესაძლო გადაბარგების თაობაზე ბევრი ჭორი ვრცელდებოდა, მაგრამ AS-ის ინფორმაციით, ლუკამ "სამეფო კლუბში" დარჩენა გადაწყვიტა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.