MADRIDISTA.GE

Real Madrid News

გარეტ ბეილის დროა

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 14-08-2018, 01:19
გარეტ ბეილის დროა

კრიშტიანუ რონალდუს ეპოქის დასრულების შემდეგ გარეტ ბეილის დრო დადგა. უელსელი პორტუგალიელის ჩრდილში ხუთი წელიწადი იმყოფებოდა და ახლა უკვე "რეალი" მის ხელშია...

ბეილი "რეალის" წამყვანი ფეხბურთელი ადრეც იყო. მან ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხი ფინალიდან ორში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, 2014 წელს "ატლეტიკოსთან" მატჩში ანგარიში 2:1 გახადა, ხოლო რამდენიმე თვის წინ "ლივერპულთან" დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, უელსელმა "რეალს" "მესტალიაზე" სამეფო თასი მოაგებინა და მარაკეშში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. თუმცა, ადრე მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გარეტზე ასე დამოკიდებული არ ყოფილა, როგორც დღეს. მადრიდელები კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ახალი ლიდერის ძიებაში არიან.

ახლა ხულენ ლოპეტეგი ბეილს თავდაჯერებულობას მატებს. მოსამზადებელი ეტაპის დროს გუნდის შეტევის ხაზი ბეილის ირგვლივ იქმნებოდა და მან ნდობა გაამართლა: 3 გოლი და 1 ასისტი. ამ ოთხმა მატჩმა გარეტი "რეალის" თავდასხმის ლიდერად აქცია. ყოველ მატჩში უელსელის მინდორზე გატარებული დრო იზრდებოდა: "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "იუვენტუსთან" 45-45 წუთი ითამაშა, "რომასთან" კი 57. ჯერჯერობით მისთვის რომაელებთან მატჩი მოსამზადებელ ეტაპზე საუკეთესოა. ბეილმა ასენსიოს ულამაზესი საგოლე გადაცემა გაუკეთა და გოლიც ჩაიწერა აქტივში.

შაბათს, "მილანის" წინააღმდეგ შეხვედრაში, ბეილმა მინდორზე 75 წუთი გაატარა, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ უელსელი 15 აგვისტოს ტალინში გასამართი მატჩისთვის ემზადებოდა. ევროპის სუპერთასი გარეტ ბეილის მორიგი სამიზნეა, რომელიც აცნობიერებს, რომ "რეალი" სეზონის პირველი ოფიციალური ტიტულის მოპოვებას შეეცდება. ბეილმა "რეალის" რიგებში უკვე 13 ტიტული მოიგო. მან კიევში თავისი საუკეთესო შესაძლებლობები წარმოგვიდგინა, მაგრამ მატჩის შემდეგ თავისი მომავალი ეჭვქვეშ დააყენა. ნათელია, რომ მოახლოვებული შეხვედრა მისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ის უკვე გუნდის მთავარი ვარსკვლავია.

ვიდეო. ბეილის შოუ "რომასთან" მატჩში

გარეტ ბეილმა "რომასთან" მატჩში აქტივში საგოლე გადაცემა და გოლი ჩაიწერა......

ბეილზე იმედების დამყარება ძალიან სარისკოა

გარეტ ბეილმა მადრიდის "რეალში" მინდორზე სათამაშო დროის 53% გაატარა, ხოლო ბოლო სამ სეზონში ამ მაჩვენებელმა 50%-ს ვერ გადააჭარბა......

შეძლებს ბეილი "რეალის" ლიდერობას?

გარეტ ბეილი მადრიდის "რეალის" ლიდერობისთვის ემზადება......

გარეტ ბეილი იუბილარია

გარეტ ბეილს 29 წელი შეუსრულდა. ბეილი 1989 წლის 16 ივლისს კარდიფში (უელსი) დაიბადა და "რეალში" მე-6 სეზონს ატარებს......

Sport Bild: "ბაიერნი" ბეილის შეძენით დაინტერესდა

მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "რეალის" უელსელი ვინგერის შეძენით დაინტერესდა......

ბეილი "რეალის" ლიდერად ყალიბდება

გარეტ ბეილის დაბრუნება კრიზისში მყოფი მადრიდის "რეალისთვის" ერთადერთი კარგი სიახლეა. უელსელი მინდორზე დაბრუნებიდან ჩვეულ კონდიციებს იბრუნებს და გუნდი გამარჯვებებისკენ მიჰყავს......

გარეთ ბეილი იუბილარია

უელსელმა "რეალთან" ერთად უკვე 9 ტიტული მოიგო და 67 გოლი გაიტანა......

ჩემპიონთა ლიგა - კრიშტიანუ რონალდუს ტერიტორია

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ეცდება კარდიფში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგოს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.