MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ვინისიუსმა "კასტილიაში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, კასტილია თარიღი: 26-08-2018, 17:12
ვინისიუსმა "კასტილიაში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა

"ლას-პალმას B"-სთან მატჩის პირველივე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა "კასტილიაში" თავის სადებიუტო შეხვედრაში ბურთი მიიღო და კარისკენ პირველი დარტყმა განახორციელა, რომელიც ამ მატჩში მისი მხრიდან უკანასკნელი გამოდგა...

"კასტილიამ" მეტოქე სეოანეს და ფრანჩუს გოლებით 2:0 დაამარცხა, ხოლო ამ სეზონში "რეალის" ყველაზე ძვირადღირებულმა შენაძენმა "კასტილიას" მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

მატჩი ძალიან ადრე, ესპანეთის დროით 12:00 საათზე დაიწყო. გუნდებს ძლიერი სიცხის ფონზე თამაში მოუწიათ. ვინისიუსის გარდა, "კასტილიას" რიგებში სადებიუტო მატჩი სერხიო ლოპესმა (მის ანგარიშზე დიდებული საგოლე გადაცემაა), ადრიან დე ლა ფუენტემ, ხორხე დე ფრუტოსმა ("რაიო მაჰადაონდადან" გადმობარგდა) და ალბერტო ფერნანდესმა ("ხუვენილ A"-დან იქნა დაწინაურებული) ჩაატარეს.

ამ მატჩში ვინისიუსის სტატისტიკა არცთუ ისე შთამბეჭდავია. მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ცოტა სარგებელი მოუტანა გუნდს, ბურთს ხშირად კარგავდა და რამდენიმე შეტევაც ჩაშალა. თუმცა, ის თანაგუნდელებს ჯერ კიდევ არ იცნობს და მისი სეგუნდა B-ში ასპარეზობა შეგვიძლია იმით ავხსნათ, რომ მას ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაცია სჭირდება.

ვინისიუსმა მინდორზე 73 წუთი გაატარა:

დარტყმა: 1 (1 ზუსტი)
პასი: 16 (12 ზუსტი)
დრიბლინგი: 5 (2 წარმატებული)
ბურთის ართმევა/ჩაჭრა: 5
ბურთის დაკარგვა: 5
ჯარიმა გამოიმუშავა: 5 (მათგან 1 ყვითელი)

ვინისიუს ჟუნიორი "ლას-პალმასთან" მატჩში:

ვინისიუსი დღეს "კასტილიას" მაისურით სადებიუტო მატჩს ჩაატარებს

ვინისიუს ჟუნიორი "კასტილიას" რიგებში სადებიუტო მატჩს ჩაატარებს......

"რეალმა" ვინისიუსის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ვუნდერკინდი ახალ სეზონში "კასტილიას" რიგებში იასპარეზებს. აღნიშნულ ინფორმაციას El Chiringuito ავრცელებს......

ვიდეო. ვინისიუსის დებიუტი "სანტიაგო ბერნაბეუზე" და მისი მთლიანი მოსამზადებელი ეტაპი

მომენტი, რომელსაც ერთი წელი ელოდნენ, დადგა. როგორც იქნა, ვინისიუს ჟუნიორმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა......

ვინისიუსი: "რეალში" დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ"

ვინისიუს ჟუნიორმა მადრიდის "რეალის" მაისურით "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა......

ნაჩოს სადებიუტო მატჩი მუნდიალზე და პირველი გოლი

ნაჩო ფერნანდესმა ესპანეთის ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველი გოლის გატანაც მოახერხა......

ასენსიო - დებიუტების მეფე

ესპანელმა გოლის გატანა ყველა სადებიუტო მატჩში მოახერხა......

ვინისიუს ჟუნიორმა ბრაზილიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

"ფლამენგოს" ფორვარდმა "ატლეტიკო მინეიროსთან" (1:1) შეხვედრაში ბრაზილიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა......

სერხიო დიასის ოცნება რეალობად იქცა

ლონდონის "ჩელსისთან" მატჩში, პარაგვაელმა ფორვარდმა, სერხიო დიასმა, მადრიდის "რეალის" მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.