MADRIDISTA.GE

Real Madrid News

დანი გომესი "სუონსიში" გადაბარგებასთან ახლოსაა

დანი გომესი "სუონსიში" გადაბარგებასთან ახლოსაა

მადრიდის "რეალმა" ივლისის ბოლოს დანი გომესთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. მოლაპარაკებები ძალიან ხანგრძლივი იყო, რადგან თავიდან ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავდა. თუმცა, შეთანხმება შედგა და ვარაუდობდნენ, რომ გომესი ახალი სეზონიდან "კასტილიას" ძირითადი ფორვარდობისთვის იბრძოლებდა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ყველაფერი შეიცვალა...

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, დანი გომესი ახალ სეზონს ინგლისში გაატარებს. 20 წლის ფორვარდზე პრეტენზიას "სუონსი" აცხადებს, რომელიც ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს. იმის გამო, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, ახალგაზრდა ესპანელი ახალ კლუბში გადაბარგებას მხოლოდ არენდით შეძლებს.

დანი გომესმა სეგუნდა B-ს გასულ სეზონში მხოლოდ 1378 წუთი ითამაშა. ძირითადად ის შეცვლაზე თამაშობდა, რადგან სანტიაგო სოლარი დიდად არ ენდობოდა. მან ამ დროის განმავლობაში ექვსი გოლი გაიტანა, როცა კრისტო გონსალესმა მეტოქეთა კარი თერთმეტჯერ დალაშქრა, მაგრამ მინდორზე თითქმის ორჯერ მეტი დრო გაატარა. სოლარისგან განსხვავებით, გუტი გომესს დიდ ნდობას უცხადებდა და UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე აქტიურად იყენებდა. დანის შედეგებიც ფანტასტიური იყო: შვიდი გოლი შვიდ მატჩში. როცა გუტიმ "ბეშიქთაშში" გადაბარგება დააანონსა, დანი ერთ-ერთი პირველ იყო, რომელმაც ყოფილ მწვრთნელს კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

აზარის მამა: "ალბათ, ედენი "რეალში" ვეღარასდროს ითამაშებს"

ედენ აზარი წლევანდელ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფეხბურთელი იყო. მართალია, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ ბელგიელის "რეალში" გადაბარგების შანსები მაინც არსაებობს. აზარი ამ სეზონს...

"რეალმა" დანი გომესს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"კასტილიას" საუკეთესო ბომბარდირმა დანი გომესმა თავის Instagram-ზე დაადასტურა, რომ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა......

ლოპეტეგი დანი სებალიოსს სრულ ნდობას უცხადებს

ამჟამად, ხულენ ლოპეტეგი "ვალდებებასზე" თავისი გუნდის სათამაშო სქემაზე მუშაობს და 2018/19 წლების სეზონში დანი სებალიოსის "რეალში" ხილვის სურვილი აქვს......

3-1: "კასტილია" 2018 წლის პირველ მატჩში დამარცხდა

სანტიაგო სოლარის შეგირდები სეგუნდა B-ს მე-20 ტურის მატჩში სტუმრად "რაიო მაჰადაონდასთან" (3:1) დამარცხდნენ......

კლუბმა დანი გომესი დასაჯა

"კასტილიას" საუკეთესო ბომბარდირი დანი გომესი გუნდის უახლოეს მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუ მადრიდელებთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდა "რეალის" ხელმძღვანელობა მას შემდეგ, რაც გომესმა კონტრაქტი...

1-4: "კასტილიამ" სტუმრად "სელტა B" გაანადგურა

სანტიაგო სოლარის შეგირდებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიმარჯვეს. მადრიდელებმა სტუმრად "სელტა B" (1:4) გაანადგურეს......

1-2: "კასტილიამ" სეზონი წარუმატებლად დაიწყო

სანტიაგო სოლარის შეგირდები სეგუნდა B-ს პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "რაიო მაჰადაონდასთან" (1:2) დამარცხდნენ......

1-4: "კასტილიას" პირველი გამარჯვება მოსამზადებელ ეტაპზე

"კასტილიამ" მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. სანტიაგო სოლარის შეგირდებმა "გვადალახარა" (1:4) დაამარცხეს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.