MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მარიანო - "რეალის" ახალი "შვიდიანი"

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ინტერვიუ თარიღი: 31-08-2018, 23:43
მარიანო - "რეალის" ახალი "შვიდიანი"

"სანტიაგო ბერნაბეუზე" მარიანო დიასის პრეზენტაცია გაიმართა...

მან ფლორენტინო პერესისგან 7-ნომრიანი მაისური მიიღო, რომელიც 9 სეზონის განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა.

მარიანო - "რეალის" ახალი "შვიდიანი"


მარიანო:

"მოგესალმებით ყველას. განცხადება მოვამზადე, რადგან ძალიან ემოციური ვარ (იცინის). ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. შინ ვბრუნდები და მსურს მადლობა გითხრათ. მადლობა კლუბს, მწვრთნელს და პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს იმისათვის, რომ ამ შესანიშნავი მაისურის მორგების და მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშის საშუალება მომცა. მადლობას გიხდით, პრეზიდენტო".

მარიანო - "რეალის" ახალი "შვიდიანი"


"ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, ჩემს აგენტებს და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა და ჩემს აქ ყოფნაში ცოტაოდენი წვლილი მაინც შეიტანა. დიდი იმედები მაქვს. გასახდელში ფანტასტიურ თანაგუნდელებთან ერთად ვიქნები. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გუნდს დავეხმარო, ყველა ლეგენდა ჩვენით ამაყობდეს და ისტორიის წერა გავაგრძელოთ. დიდი მადლობა და Hala Madrid!".

მარიანო - "რეალის" ახალი "შვიდიანი"

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტიბო კურტუას პრეზენტაცია გაიმართა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბელგიელი გოლკიპერის ტიბო კურტუას პრეზენტაცია გაიმართა......

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ანდრეი ლუნინის პრეზენტაცია გაიმართა

მადრიდის "რეალმა" 19 წლის უკრაინელი გოლკიპერი ანდრეი ლუნინი "სანტიაგო ბერნაბეუზე" წარადგინა......

კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი წერილი

კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი წერილი "რეალიდან" წასვლის შემდეგ......

პერესი ტეო ერნანდესს: "გილოცავ, რადგან უკვე "რეალის" ფეხბურთელი ხარ"

გუშინ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ტეო ერნანდესის პრეზენტაცია გაიმართა......

მარიანოს გამოსამშვიდობებელი წერილი

მარიანო დიასი ყოფილი კლუბის გულშემატკივრებს თბილად დაემშვიდობა......

პეპე მადრიდისტებს დაემშვიდობა

პეპე სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს დაემშვიდობა......

რონალდუ: "როცა "რეალის" ფორმა პირველად მოვირგე, არ მეგონა, თუ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი"

დღეს, მადრიდის "რეალმა" კრიშტიანუ რონალდუსთვის საზეიმო ღონისძიება მოაწყო. პორტუგალიელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა......

"შენ უკვე "რეალში" ხარ და ვიცოდი, რომ ამაზე ოცნებობდი"

"სანტიაგო ბერნაბეუზე" დანილოს პრეზენტაცია გაიმართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.