MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ლოპეტეგისთვის ნამდვილი გამოცდა სანაკრებო შესვენების შემდეგ დაიწყება

კატეგორია: სიახლეები, ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა თარიღი: 3-09-2018, 14:47
ლოპეტეგისთვის ნამდვილი გამოცდა სანაკრებო შესვენების შემდეგ დაიწყება

ხულენ ლოპეტეგიმ სეზონის დაწყებამდე გასაგებად აღნიშნა, რომ გუნდისთვის მთავარი ყოველდღიური მუშაობა და ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვებაა. მწვრთნელმა გუნდის პრიორიტეტი მკაფიოდ გამოჰყო და სეზონის საწყისი ეტაპი წარმატებით ჩაატარა. "რეალმა" ლა ლიგის 3 მატჩში 9 ქულა დააგროვა და ქვეყნის პირველობას "ბარსელონასთან" ერთად ლიდერობს...

ერთი წლის წინ, სეზონის ამ ეტაპზე, "ვალენსიასთან" და "ლევანტესთან" შინ ფრედ დასრულებული მატჩების შემდეგ გუნდის აქტივში მხოლოდ 5 ქულა იყო. "რეალმა" წლევანდელი სეზონი ევროპის სუპერთასზე სულელური მარცხით დაიწყო. მარცხი კი მეტწილად მცველების უყურადღებობამ გამოიწვია, მაგრამ გუნდმა დროული რეაგირება მოახდინა და ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ნამდვილი გამოცდა სანაკრებო შესვენების შემდეგ დაიწყება, როცა გუნდი საი კვირის განმავლობაში 7 მატჩს ჩაატარებს.

"რეალს" ლა ლიგაში ბილბაოს "ატლეტიკთან" და "სევილიასთან" სერიოზული დაპირისპირებები ელოდება. ასევე, საშინაო დერბი "ატლეტიკოსთან". ჩემპიონთა ლიგა "რომასთან" საშინაო მატჩით დაიწყება, მეორე ტურში კი მადრიდელები მოსკოვში "ცსკა"-ს დაუპირისპირდებიან. რა თქმა უნდა, ასეთ რთულ პერიოდში მთავარი მწვრთნელი ყველა თავის რესურსს გამოიყენებს, რათა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების ფიზიკური ფორმა შეინარჩუნოს.

მადრიდელებმა სეზონის პირველი მატჩები წარმატებით ჩაატარეს და კარგი თამაში აჩვენეს, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ნამდვილი გამოცდა იწყება, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად კარგია ლოპეტეგის სამწვრთნელო გათვლები.

"რეალის" გრაფიკი სანაკრებო შესვენების შემდეგ:

15 სექტემბერი, ლა ლიგა: ბილბაოს "ატლეტიკი" - "რეალი"
19 სექტემბერი, ჩემპიონთა ლიგა: "რეალი" - "რომა"
22 სექტემბერი, ლა ლიგა: "რეალი" - "ესპანიოლი"
26 სექტემბერი, ლა ლიგა: "სევილია" - "რეალი"
29 სექტემბერი, ლა ლიგა: "რეალი" - "ატლეტიკო"
2 ოქტომბერი, ჩემპიონთა ლიგა: "ცსკა" - "რეალი"
6 ოქტომბერი, ლა ლიგა: "ალავესი" - "რეალი"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კალენდარი ცნობილია

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "რომას" დაუპირისპირდება......

"რეალი" ოქტომბერში ყველა მატჩს მადრიდში ჩაატარებს

ისე გამოვიდა, რომ მადრიდის "რეალი" ოქტომბრის თვეში ყველა მატჩს ესპანეთის დედაქალაქში ჩაატარებს. "რეალს" ლა ლიგის მე-10 ტურში "ჟირონასთან" გასამართ მატჩამდე მადრიდის დატოვება არ მოუწევს......

სექტემბერი "რეალისთვის" დატვირთული იქნება

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და ესპანეთის ჩემპიონები 22 დღეში 7 თამაშს ჩაატარებენ....

"რეალმა" გოლი ზედიზედ 70-ე შეხვედრაში გაიტანა

ეს დიდებული სერია 2016 წლის 30 აპრილს, "ანოეტაზე" დაიწყო....

ლა ლიგა, 2017/18 წლების კალენდარი

მადრიდის "რეალი" ლა ლიგის ახალ სეზონს ლა-კორუნიის "დეპორტივოსთან" გასვლითი მატჩით გახსნის, ხოლო ქვეყნის პირველობას "ვილიარეალთან" (სტუმრად) მატჩით დაასრულებს......

"რეალმა" სეზონის მსგავსი სტარტის შემდეგ ლა ლიგა ექვსჯერ მოიგო

მადრიდის "რეალს" ლა ლიგის შვიდი ტურის შემდეგ აქტივში 15 ქულა აქვს. თუმცა, ზინედინ ზიდანის გუნდისთვის "ეიბართან" ფრე ქვეყნის პირველობაზე ზედიზედ მესამე გამოდგა. მიუხედავად ამ სამი ჩავარდნისა, "რეალის" აქტივში ოთხი გამარჯვებაა და...

"რეალის" კალენდარი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს შინ, ლისაბონის "სპორტინგის" წინააღმდეგ ჩაატარებენ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.