რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მარიანო, ოდრიოზოლა და ვინისიუსი დებიუტისთვის მზად არიან

მარიანო, ოდრიოზოლა და ვინისიუსი დებიუტისთვის მზად არიან

11-09-2018, 13:21
ავტორი: Tiki Taka
ნახვა: 566
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარიანო, ოდრიოზოლა და ვინისიუსი დებიუტისთვის მზად არიან
უახლოეს მატჩებში "რეალის" ახალწვეულების დებიუტი შედგება...

კრიშტიანუ რონალდუს წასვლამ ხუთი ფეხბურთელის მოსვლა დაჩრდილა: ტიბო კურტუას, ალვარო ოდრიოზოლას, ვინისიუსის, ანდრეი ლუნინის და მარიანო დიასის. "რეალში" თითოეულ მათგანზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ ჯერჯერობით დებიუტი მხოლოდ კურტუას ჰქონდა.

სანამ ახალწვეულები არ თამაშობენ, კლუბის გულშემატკივრებს წარმოდგენა ექმნებათ, რომ გუნდი არ გაძლიერებულა. ახალწვეულების დებიუტი უახლოეს მატჩებში შედგება. აქ არ იგულისხმება ანდრეი ლუნინი, რომელიც კლუბმა "ლეგანესში" გაანათხოვრა.

ამ შაბათს "რეალი" "სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება და ამის შემდეგ მადრიდულ გრანდს ყოველ სამ დღეში შეხვედრის ჩატარება მოუწევს, რაც კალენდარის სიმჭიდროვეზე მეტყველებს. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ლოპეტეგის შემადგენლობის როტაცია და საქმეში ახალი ფეხბურთელების ჩართვა მოუწევს.

მარიანო უკანასკნელია, ვინც გუნდს შეუერთდა. ამიტომ, დებიუტისთვის კონკრეტული შანსი არ ჰქონია. ესპანური პრესის ინფორმაციით, დიასის დებიუტი ამ უქმეებზე შედგება. მარიანომ სანაკრებო შესვენების დროს ნაყოფიერად იმუშავა და ლოპეტეგი მიიჩნევს, რომ ის პირველი მატჩის ჩასატარებლად მზადაა.

"ატლეტიკი", "რომა", "ესპანიოლი", "სევილია", "ატლეტიკო", "ცსკა", "ალავესი" - ასეთია "რეალის" უახლოესი რამდენიმე კვირის კალენდარი. ალვარო ოდრიოზოლა ამ მონაკვეთისთვის ძალიან კარგად მოემზადა და ლოპეტეგიმ იცის, რომ შეუძლია ამ მნიშვნელოვან თამაშებში 22 წლის ესპანელის იმედი ჰქონდეს.

რაც შეეხება ვინისიუს ჟუნიორს, მთავარი მწვრთნელი მის პროგრესს დიდი ყურადღებით აკვირდება. Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიელის დებიუტი მოახლოვებულ შეხვედრებში შედგება. ლოპეტეგი ხელსაყრელ მომენტს ელოდება, რათა ვუნდერკინდს დებიუტის შანსი მისცეს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.