MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ძამპარინი: "დიბალა ზამთარში ესპანეთში გადაბარგდება"

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები, ინტერვიუ თარიღი: 14-09-2018, 01:24
ძამპარინი: "დიბალა ზამთარში ესპანეთში გადაბარგდება"

"პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ის პიროვნებაა, რომელმაც პაულო დიბალას ევროპული ფეხბურთისკენ გზა გაუხსნა. სიცილიური კლუბის ხელმძღვანელმა RMC Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც არგენტინელი შემტევის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მაურიციომ "იუვენტუსის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა, რომელმაც 24 წლის დიბალა თადარიგში გაამწესა. ძამპარინის თქმით, არგენტინელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ესპანეთში გადაბარგდება...

"ყოველ ჯერზე ვტირი, როცა დიბალა არ თამაშობს. ის სათადარიგოთა სკამზე ალეგრის გამო აღმოჩნდა. "იუვენტუსში" ფენომენად ყოფნა ადვილია. დაე, "პალერმოს" გაწვრთნა სცადოს. დიბალა ამ ზამთარს გუნდს დატოვებს, რადგან "იუვენტუსს" ტრანსფერებისთვის 100-120 მლნ. ევრო სჭირდება".

"პაულო ესპანეთში გადაბარგდება. მას ესპანეთიდან და ინგლისიდან შემოთავაზებები აქვს. "იუვენტუსში" ბევრი ჩემპიონია და ყველას ერთად თამაში უჭირთ. მტკივნეულია იმის ყურება, რომ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელს თამაშის საშუალება არ ეძლევა"
- განაცხადა ძამპარინიმ.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიბალას "რეალში" ან "ბარსელონაში" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ.

რაიოლა: "ვფიქრობ, დიბალა "იუვენტუსს" დატოვებს. მას "რეალში" ან მანჩესტერში ვხედავ"

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა, რომელიც ისეთი ფეხბურთელების ინტერესებს იცავს, როგორებიც ჯანლუიჯი დონარუმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პოლ პოგბა არიან, თვლის, რომ მალე პაულო დიბალა ტურინის "იუვენტუსს" დატოვებს......

მოჯი: "დიბალა "რეალში" ან "ბარსელონაში" არ ითამაშებს"

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ პაულო დიბალას მომავალზე ისაუბრა......

დიბალას თხოვნა "რეალს" და "ბარსელონას"

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი პაულო დიბალა ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რადგან გუნდიდან წასვლას არ გამორიცხავს......

დიბალას "რეალში" თამაში სურს

ესპანური პრესის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა მადრიდის "რეალს" ანიშნებს, რომ "სამეფო კლუბში" თამაშის სურვილი აქვს......

დიბალა "იუვენტუსთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და "რეალში" თამაში სურს

Il Messaggero-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ, პაულო დიბალას, თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს......

AS: "რეალს" სატრანსფერო ბანის დასრულების შემდეგ დიბალას შეძენა სურს

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი ფორვარდი, პაულო დიბალა, მადრიდის "რეალის" სატრანსფერო სამიზნეა......

"იუვენტუსმა" "რეალი" დიბალას ტრანსფერის თაობაზე უარით გაისტუმრა

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი, პაულო დიბალა, მადრიდის "რეალის" სატრანსფერო სამიზნეა......

"რეალი" და "ბარსელონა" დიბალას გადაბირებით ინტერესდებიან

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ტალანტი, პაულო დიბალა, ესპანური გრანდების ინტერესთა სფეროშია......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.