რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "ემიუ" ვარანის სანაცვლოდ 112 მლნ. ევროს იხდიდა, მაგრამ უარი მიიღო

"ემიუ" ვარანის სანაცვლოდ 112 მლნ. ევროს იხდიდა, მაგრამ უარი მიიღო

14-09-2018, 02:11
ავტორი: Tiki Taka
ნახვა: 138
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"ემიუ" ვარანის სანაცვლოდ 112 მლნ. ევროს იხდიდა, მაგრამ უარი მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რაფაელ ვარანის შეძენას არაერთხელ ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ...

მანჩესტერელთა პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო ვარანის შეძენაზე ოცნებობდა. თუმცა, "რეალს" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველთან ერთად სულ სხვა გეგმები აქვს.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" ფრანგის სანაცვლოდ 112 მლნ. ევროს იხდიდა, მაგრამ "რეალს" ეს წინადადება არც კი განუხილავს და ინგლისური მხარე პირდაპირ უარით გაისტუმრა.

25 წლის ვარანი "რეალში" მერვე სეზონს ატარებს. მან მადრიდულ გრანდში 236 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. რაფაელმა კლუბთან ერთად 2 ლა ლიგა, 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 ევროპის სუპერთასი, 3 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 1 სამეფო თასი და 2 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.