რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ადურისი: "ლოპეტეგი "რეალისთვის" შესაფერისი მწვრთნელია"

ადურისი: "ლოპეტეგი "რეალისთვის" შესაფერისი მწვრთნელია"

14-09-2018, 12:28
ავტორი: Tiki Taka
ნახვა: 160
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ადურისი: "ლოპეტეგი "რეალისთვის" შესაფერისი მწვრთნელია"
ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდი არიც ადურისი ტრავმის შემდეგ მინდორს დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა. ადურისმა მადრიდის "რეალთან" გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...

"მთელი კვირაა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. თავს კარგად ვგრძნობ. ბარძაყი აღარ მაწუხებს. ამიტომ, ტრავმა წარსულს ჩაბარდა".

"რეალთან" 2015 წელს მოპოვებული ბოლო გამარჯვება კარგად მახსოვს. ჩვენ სამეფო თასის ფინალში გავედით, სამ დღეში კი "რეალს" გოლი გავუტანე. ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა".

"ახალი მწვრთნელის მისვლა და კრიშტიანუს წასვლა მადრიდელთათვის ყველაზე დიდი ცვლილებებია. ადრე ხულენთან მუშაობის საშუალება მომეცა. მას დიდებული თვისებები აქვს და შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც თავის სამუშაოს კარგად უმკლავდება. დარწმუნებული ვარ, ლოპეტეგი "რეალისთვის" შესაფერისი მწვრთნელია".

"კრიშტიანუ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც არსებობდა და არსებობს. ის "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ფეხბურთელს, რომელსაც სეზონში 50 გოლი გააქვს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ "რეალს" ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ეს დანაკარგი შეავსოს. ამ სეზონში ისინი თავიანთ ძალას აუცილებლად გვაჩვენებენ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.