MADRIDISTA.GE

Real Madrid News

დანი სებალიოსის ახალი ცხოვრება

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი თარიღი: 14-09-2018, 13:40
დანი სებალიოსის ახალი ცხოვრება

ხულენ ლოპეტეგის მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ დანი სებალიოსისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო...

ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის 2018/19 წლების სეზონი სრულიად განსხვავებულად დაიწყო. დანის ზინედინ ზიდანის მწვრთნელობისას ბევრი სირთულე შეხვდა. ფეხბურთელმა ფრანგი სპეციალისტი იმაშიც დაადანაშაულა, რომ ამ უკანასკნელმა სათამაშო სქემა შეცვალა, რათა შემადგენლობაში სებალიოსისთვის ადგილი არ ყოფილიყო.

თუმცა, სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. ამჟამად "რეალის" თავკაცი ხულენ ლოპეტეგია. ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც "ბეტისის" ექს-ნახევარმცველის თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. გასულ სეზონში სებალიოსმა მონაწილეობა 22 მატჩში მიიღო და 900-წუთიანი ზღვარიც ვერ გადალახა. თუმცა, წლევანდელ სეზონში 4-დან 3 ოფიციალურ მატჩში გამოჩნდა მინდორზე. მან ევროპის სუპერთასზე 44 წუთი ითამაშა, "ხეტაფესთან" მატჩი სასტარტოში დაიწყო და 71-ე წუთზე ლუკა მოდრიჩით იქნა შეცვლილი.

დანის "ჟირონასთან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მომდევნო კვირაში "ლეგანესთან" შეხვედრის დასრულებამდე 13 წუთით ადრე თამაშში მარკო ასენსიოს ნაცვლად ჩაერთო. სებალიოსი ლოპეტეგის ერთ-ერთი ძირითადი ალტერნატივაა. ის სეზონის დასაწყისში ლუკას ვასკესზე ხშირად თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს გუნდის ძირითად შემადგენლობასთან მუშაობის ბევრად მეტი გამოცდილება აქვს.

ცალკე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სებალიოსს რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. "ფურია როხამ" შინ ხორვატია გაანადგურა, ხოლო დანიმ სრული მატჩი ჩაატარა და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა.

ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად ხდება, რომ დანი თავს ფანტასტიურად გრძნობს და ყველაფერი წესრიგში აქვს.

სებალიოსის დებიუტი ესპანეთის ნაკრებში

დანი სებალიოსმა ერთა ლიგაზე ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ესპანეთის ნაკრების მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა......

სებალიოსი: "ზიდანი რომ დარჩენილიყო, მე კლუბს დავტოვებდი"

დანი სებალიოსს ესპანეთის ნაკრებში პირველად უხმეს, ხოლო ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი სასტარტოში დაიწყო. როგორც ჩანს, საკმაოდ რთული გასული სეზონის შემდეგ, მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება......

მარსელოს და კაზემიროს "ატლეტიკოსთან" თამაში საეჭვოა

ხულენ ლოპეტეგი ევროპის სუპერთასზე "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩისთვის შეგირდების მომზადებას აგრძელებს......

სრული ნდობა სებალიოსს

ხულენ ლოპეტეგი დანი სებალიოსისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემას გეგმავს......

ლოპეტეგი დანი სებალიოსს სრულ ნდობას უცხადებს

ამჟამად, ხულენ ლოპეტეგი "ვალდებებასზე" თავისი გუნდის სათამაშო სქემაზე მუშაობს და 2018/19 წლების სეზონში დანი სებალიოსის "რეალში" ხილვის სურვილი აქვს......

ასენსიოს "რეალიდან" წასვლა აქვს გადაწყვეტილი

მარკო ასენსიომ "ვილიარეალთან" მატჩი, რომელიც "რეალის" (0:1) წაგებით დასრულდა, კვლავ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მინდორზე კი შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე გამოჩნდა. ესპანელი მიიჩნევს, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს......

სებალიოსმა შესაძლოა "ესპანიოლთან" მატჩი სასტარტოში დაიწყოს

დანი სებალიოსი სეზონის სტარტზე ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედიოდა. თუმცა, ესპანელმა მაინც მოახერხა გამხდარიყო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომლის იმედიც ფრანგ სპეციალისტს როტაციების დროს ექნება. "ალავესთან" მატჩამდე ესპანელს...

კარვახალი დანილოზე უკეთესია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში

როგორც კი ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი გახდა, პირველი, რაც მან გააკეთა ის იყო, რომ დანილო სათადარიგოთა სკამზე დასვა, დანი კარვახალი კი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა. როგორც ჩანს, ფრანგი მწვრთნელი არ...

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.