რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ოდრიოზოლა: "ლოპეტეგიმ იცის, რომ დებიუტისთვის მზად ვარ"

ოდრიოზოლა: "ლოპეტეგიმ იცის, რომ დებიუტისთვის მზად ვარ"

14-09-2018, 13:56
ავტორი: Tiki Taka
ნახვა: 157
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ოდრიოზოლა: "ლოპეტეგიმ იცის, რომ დებიუტისთვის მზად ვარ"
ალვარო ოდრიოზოლა ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდის "El Ganso"-ს ახალი წარმომადგენელი გახდა. მან წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა...

"როცა მადრიდის "რეალში" გადადიხარ, აცნობიერებ, რომ ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, სადაც მაქსიმალური კონკურენციაა. მე 100%-ით მზად ვარ. ტრავმისგან განკურნება მომიწია, მაგრამ ახლა თავს ჩინებულად ვგრძნობ და ფეხზეც მყარად ვდგავარ. სანაკრებო შესვენება ოპტიმალურ კონდიციებში შესასვლელად გამოვიყენე. საკმაოდ დიდი ვარ იმის გასაცნობიერებლად, რომ "რეალში" თავდაუზოგავი შრომაა საჭირო".

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? არ ვიცი, ვინ ითვლება ფავორიტად, მაგრამ ლუკა მოდრიჩი ამ პრიზს იმსახურებს. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხორვატიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლაში დაეხმარა და ჩვენი გუნდისთვის უამრავ საქმეს აკეთებს. ის ამას იმსახურებს".

"არის თუ არა რუბიალესი ესპანეთის ნაკრების მუნდიალზე ფიასკოში დამნაშავე? დამნაშავეების ძიება არასდროს მიზიდავდა. რაც მოხდა, მოხდა. ხულენთან ერთად შესანიშნავი გუნდი გვყავდა, მაგრამ საქმე იქამდე მივიდა, რომ ყველაფერი გაფუჭდა. ამ დღეებში ესპანეთმა ხორვატია დაამარცხა და ეს ძალიან მახარებს. ლუის ენრიკესთან მუშაობა ძალიან მსურს".

"მიკვირს, რომ ბეილი FIFPRO-ს 55 საუკეთესო ფეხბურთელში ვერ მოხვდა, რადგან მის შესანიშნავ თამაშს ყოველდღე ვხედავ. ის იმას აკეთებს, რასაც სხვები ვერ აკეთებენ. გარეტი დიდებული პიროვნება და ფეხბურთელია. მისი სიაში არყოფნა ძალიან გამიკვირდა".

"სან-მამესზე" დებიუტი რაღაც განსაკუთრებული იქნებოდა, მაგრამ დებიუტი ნებისმიერ შემთხვევაში ბრწყინვალე იქნება, განურჩევლად მატჩისა. ყოველდღიურად თავდაუზოგავად ვშრომობ, რათა შანსი მივიღო. სწორი რიტმის დასაჭერად სანაკრებო შესვენება გამოვიყენე და ლოპეტეგიმ იცის, რომ დებიუტისთვის მზად ვარ".

"ადაპტაცია ძალიან სწრაფად გავიარე, რადგან "რეალის" ბევრ ფეხბურთელს კარგად ვიცნობდი. გასახდელში ბევრი ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ ოჯახი ვართ. ყველა კარგად მეპყრობა. ახლა მოედანზე გასასვლელად შესაფერის მომენტს ველოდები. რისი მიცემა შემიძლია "რეალისთვის"? მზად ვარ ბევრი ვიმუშავო, საქმისადმი ერთული ვიყო და გამარჯვებებისთვის მაქსიმუმი გავიღო".

"ასენსიო ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. მან სეზონი შესანიშნავად დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ეს სეზონი მისთვის ბრწყინვალე გამოვა. მასთან ერთად თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.