MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მანოლასი: "ბერნაბეუს" პუბლიკა მელოდება? სასიამოვნო მოსასმენია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 18-09-2018, 22:16
მანოლასი: "ბერნაბეუს" პუბლიკა მელოდება? სასიამოვნო მოსასმენია"

"რომას" ცენტრალურმა მცველმა კოსტას მანოლასმა მადრიდის "რეალთან" გასამართი მატჩის წინ გაზეთ Marca-ს ინტერვიუ მისცა...

იმსახურებდა "რეალი" გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის მოგებას?

"რა თქმა უნდა, კი. ეს საუკეთესო კლუბია. "რეალს" მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები და საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ შემთხვევით არ მოუგიათ. ადრე მსგავსი რამ არავის გაუკეთებია. ჩემპიონ "რეალზე" საწინააღმდეგოს ვერავინ იტყვის".

ამბობენ, რომ "რეალი" ყოველთვის მნიშვნელოვან მატჩებზეა დამუხტული.

"მადრიდის "რეალი" ჩემპიონია, რადგან მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომელთაც შესანიშნავი ინდივიდუალიზმი და ხასისათი აქვთ. ამ გუნდის ყველას ეშინია. მათ დიდი გამოცდილება აქვთ. "რეალის" ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი რონალდუმ დატოვა, ჩემი აზრი არ შეცვლილა".

"რეალი" და ჩემპიონთა ლიგა ერთმანეთის შესაფერისები არიან. ეთანხმებით?

"ეს ლოგიკურია. ეს მათი ისტორიაა. "რეალი" ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო. არ არსებობს გუნდი, რომელსაც "რეალზე" მეტი მიღწევა ჰქონდეს. მათ ვერავინ მიუახლოვდება".

"სანტიგო ბერნაბეუ" დიდი ოვაციებით გელოდებათ.

"ბერნაბეუ" ძალიან ლამაზი სტადიონია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემს გუნდთან ერთად იქ თამაში სასიამოვნო იქნება. ბოლომდე დავიხარჯები".

თქვენ "რეალის" ქომაგთა კუმირი ხართ. იცით ამის შესახებ?

"დარწმუნებული ხართ? (იცინის) ჩვენ "ბარსელონა" ჩემი გოლის წყალობით დავამარცხეთ. არ ვიცი, ვარ თუ არა "რეალის" ქომაგთა კუმირი, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ ჩემი გუნდისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები და რაც არ უნდა მოხდეს, ამ მატჩში მონაწილეობის მიღება შესანიშნავი იქნება".

რას გრძნობდით, როცა "ბარსელონას" კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანეთ?

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო. ასეთი ძლიერი გუნდის დამარცხება... უნიკალური შეგრძნებაა, საოცარი. ეს დიდი ბედნიერება იყო".

"რეალი" თუ "ბარსელონა"?

"ეს ორი დიდი კლუბია. როცა პატარა ვიყავი, "აეკს" ვქომაგობდი. ორივე გუნდი დიდებულია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ დღეს "რომას" ფეხბურთელი ვარ. სხვა გუნდზე ვერც ვიფიქრებ. ბავშვობიდან "აეკის" მხარეს ვიყავი, შემდეგ "ოლიმპიაკოსში" გადავბარგდი, მაგრამ ეს ფეხბურთია".

მიგაჩნიათ, რომ "რეალი" რონალდუს წასვლის შემდეგ დასუსტდა?

"რეალი" დიადი ჩემპიონია. მადრიდელები ყოველთვის ასეთები იქნებიან. ახლა ისინი უფრო გუნდურად თამაშობენ. ახლა ბეილს და სხვა ფეხბურთელებს მეტი თავისუფლება აქვთ. ეს ლოგიკურია და ახლა დანარჩენი ფეხბურთელები თავიანთ პოტენციალს სრულად გამოავლენენ. მთელი გუნდი რონალდუზე თამაშობდა და ახლა ისინი უფრო გაძლიერდებიან".

"რეალის" წინაშე შიშს გრძნობთ?

"არასდროს. არც მე და არც "რომას" არაფრის გვეშინია. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ შიში არ გვაქვს. "რეალს" შესანიშნავი გუნდი, სტადიონი, დაცვა და შეტევა ჰყავს... მაგრამ არაფრის გვეშინია".

ზაფხულში "რეალთან" გაკავშირებდნენ...

"რეალის" არცერთ წარმომადგენელთან კონტაქტი არ მქონია. არ ვიცი, რა ვთქვა. შეგიძლიათ ამაზე ბევრი ისაუბროთ, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია".

რონალდუ, მოდრიჩი თუ სალაჰი?

"არ ვიცი. შესაძლოა, ცვლილებების დრო მოვიდა. მოდრიჩმა ხორვატიის ნაკრებთან და "რეალთან" ერთად ბევრი გააკეთა. რონალდუ ყოველ მატჩში სანახაობას ქმნის, გოლები გააქვს... რთული ასარჩევია".

ბენზემა: "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ყოველთვის იქნება"

ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე Codere-ს ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა......

სუარესი: "რთული საყურებელია, როცა ჩვენი მუდმივი მეტოქე ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ სამჯერ იგებს"

"ბარსელონას" ფორვარდმა ლუის სუარესმა RAC1-ს ინტერვიუ მისცა. ურუგვაელმა მადრიდის "რეალში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და მოახლოვებულ ჩემპიონთა ლიგაზეც ისაუბრა......

მესი: "რეალი" რონალდუს გარეშე ნაკლებად კარგია"

"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ Catalunya Ràdio-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" წასვლასაც შეეხო......

ზიდანი: "ფავორიტი არც "რეალია", არც "იუვენტუსი". ეს ფინალია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

ზინედინ ზიდანმა ტურინის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

სამპაოლი: "ამჟამად "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია"

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მადრიდის "რეალთან" გასამართ გასვლით მატჩზე ისაუბრა......

მატეო კოვაჩიჩი: ""რეალი" მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია"

მატეო კოვაჩიჩმა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.