MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ლოპეტეგი: "როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გვესმის, ჩვენი მოტივაცია მაქსიმალურად მაღალია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 2-10-2018, 01:01
ლოპეტეგი: "როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გვესმის, ჩვენი მოტივაცია მაქსიმალურად მაღალია"

იულენ ლოპეტეგიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მოსკოვის "ცსკა"-სთან გასამართი გასვლითი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

წარმატებული სტარტი ჩემპიონთა ლიგაზე

"იმისათვის, რომ შემდეგშიც წარმატებას მივაღწიოთ, თითოეული მატჩისთვის საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ და ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ. ძლიერ მეტოქეს ვუპირისპირდებით. ძალიან რთული მატჩი გველოდება".

"ლუჟნიკი"

"ეს განსაკუთრებული მომენტია, რადგან აქ "რეალთან" ერთად ჩამოვედი, მაგრამ იმაზე არ ვფიქრობ, რომ შესაძლოა აქ ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი. მხოლოდ და მხოლოდ მადრიდის "რეალზე" ვფიქრობ".

უგოლო დერბი

"ატლეტიკოსთან" ურთულესი დაპირისპირება გვქონდა. მეტოქისგან განსხვავებით ერთი დღით ნაკლები დავისვენეთ, მაგრამ მატჩის შემდეგ კარგი შეგრძნებები გვქონდა. მეტოქეს ვჯობდით და დავამტკიცეთ, რომ მეტი რესურსი გვაქვს. იმაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, რომ მაქსიმალური რაოდენობის საგოლე მომენტი შევქმნათ".

ფეხბურთელთა დანაკლისი და "ცსკა"-სთან მატჩის სირთულე

"მატჩი ძალიან დაძაბული იქნება. "ცსკა" ერთ-ერთი საუკეთესო რუსული კლუბია და ამასთან ერთად შინ თამაშობს. ჩვენი მიზანია ჩვენს ხელთ არსებული რესურსები გამოვიყენოთ და ღირსეულად ვიასპარეზოთ".

"ცსკა"-ს მოტივაცია

"გუნდი კარგ ფორმაშია. მათ "პლზენის" დამარცხება დიდი ანგარიშით შეეძლოთ. მოსკოველთა შემადგენლობაში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია. მათ დაცვაში ოთხი-ხუთი ფეხბურთელის გამწესება შეუძლიათ".

"რეალის" მდგომარეობა

"გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ფანტასტიურია. სტუმრად შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ. როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გვესმის, ჩვენი მოტივაცია მაქსიმალურად მაღალია".

სეზონი

"წინა მატჩი შესანიშნავად ჩავატარეთ, მაგრამ "სევილიასთან" შეხვედრის პირველ ტაიმში საშინლად გამოვიყურებოდით. ახლა თავის გამოჩენის შანსი გვაქვს".

ალვარო ოდრიოზოლა და ვინისიუს ჟუნიორი

"ოდრიოზოლას სრულად ვენდობი. მას ტრავმა ჰქონდა, ითამაშა და ისევ დაშავდა. როგორც უკვე გითხარით, ვინისიუსი კვლავ ძალიან ახალგაზრდაა. როცა საჭიროდ ჩავთვლით, მის გამოყენებას დავიწყებთ".

სერხიო რამოსის არყოფნა

"სერხიო მადრიდში დარჩა, რადგან სხვებზე ბევრად მეტი ითამაშა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო".

ვარანი: "ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია"

რაფაელ ვარანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მოსკოვის "ცსკა"-სთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

განაცხადი ცნობილია

იულენ ლოპეტეგიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ცსკა"-სთან გასამართი გასვლითი მატჩისთვის 20-კაციანი განაცხადი დაასახელა......

ლოპეტეგი: "ხვალ რთული მატჩი გველოდება"

იულენ ლოპეტეგიმ ლა ლიგის მე-6 ტურში "სევილიასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ბენზემა: "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ყოველთვის იქნება"

ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე Codere-ს ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა......

ლოპეტეგი: "ლა ლიგაში თითოეული მატჩი გადამწყვეტია"

ხულენ ლოპეტეგიმ ლა ლიგის მე-2 ტურში "ჟირონასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ლოპეტეგი: "გუნდმა ხასიათი გამოავლინა"

ხულენ ლოპეტეგიმ International Champions Cup-ზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2:1) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ჯერ კვლავ არაფერია გადაწყვეტილი"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "ნაპოლისთან" (3:1) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

კეილორ ნავასი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გვსურს"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "პსჟ"-სთან გასამართი საშინაო მატჩის წინ, კეილორ ნავასმა "უეფას" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.