MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ვარანი: "ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 2-10-2018, 00:48
ვარანი: "ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია"

რაფაელ ვარანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მოსკოვის "ცსკა"-სთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

სტადიონი "ლუჟნიკი"

"განვლილ ზაფხულს მომხდარის გამო ეს სტადიონი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება. მოტივაცია უმაღლეს დონეზე გვაქვს. ჩემპიონთა ლიგაზე რთული მეტოქის წინააღმდეგ თამაში გვიწევს. 100%-ით ფორმაში უნდა ვიყოთ. ამიტომ, სრული დატვირთვით ვმუშაობთ".

მეტოქეები

"ჩვენ არ გვაწუხებს ის, თუ ვინაა ჩვენი მეტოქე. ჩვენი შესაძლებლობები შესანიშნავად ვიცით. ვიცით, რომ დიდებული გუნდი გვყავს, სრულად დაკომპლექტებული და ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. სეზონი გრძელია. ლა ლიგისთვის ყოველდღიურად ვემზადებით, ჩემპიონთა ლიგა კი სულ სხვა ისტორიაა. მეტოქეებმა ჩვენი შესაძლებლობები იციან და ამისათვის ემზადებიან. ჩვენი მიზანია ის გავაკეთოთ, რასაც მწვრთნელი მოითხოვს. მხოლოდ გუნდის წარმატებებზე ვფიქრობთ, რადგან შედეგის მიღწევა მხოლოდ ასეა შესაძლებელი".

მატჩის დრო

"ვფიქრობ, ეს იდეალური დრო არ არის, მაგრამ ფეხბურთელები განრიგს უნდა დაემორჩილონ. ამას ნელ-ნელა ვეგუებით".

ჩემპიონთა ლიგა

"არ ვიცი, ვინ ითამაშებს ხვალ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 60-ზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენი ყველა ფეხბურთელი უმაღლესი დონისაა. ისინი შემადგენლობაში იმისათვის არიან, რომ გვჯერა ჩემპიონთა ლიგის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ".

მერვე სეზონი "რეალში"

"არამგონია რაიმე საიდუმლო იყოს. ამ მაისურის ტარება უდიდესი მოტივაციაა და ყოველ სეზონში უფრო და უფრო სერიოზული გამოწვევებია. ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ამ გუნდში თამაშით უდიდესი გამოცდილება მივიღე და ყოველთვის მსურს საუკეთესო თვისებები გამოვავლინო".

კეილორ ნავასი და ტიბო კურტუა

"არ ვიცი, ვინ ითამაშებს ხვალ. გაგვიმართლა, რომ ასეთი ჩინებული მეკარეები გვყავს და არამარტო ორი, არამედ ოთხი. მეკარის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სურვილია თამაში ვაკონტროლოთ და მეკარეს სრული ნდობა გამოვუცხადოთ. კონკურენცია თითოეულ მათგანს აუმჯობესებს".

კლუბმა თქვენი მუნდიალზე გამარჯვება არ აღნიშნა

"ეს არ მაღელვებს. მე მახსოვს გამარჯვება და მთავარი სწორედ ესაა".

ლოპეტეგი: "ლა ლიგაში თითოეული მატჩი გადამწყვეტია"

ხულენ ლოპეტეგიმ ლა ლიგის მე-2 ტურში "ჟირონასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

მარსელო: "პსჟ" მხოლოდ ნეიმარი არ არის"

მარსელო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "პსჟ"-სთან გასამართი პირველი მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა......

ზიდანი: "კრიშტიანუ ლიდერია და მისი დაბრუნებით ყველანი გახარებულები ვართ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "აპოელთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "BBC-ს "ბაიერნთან" მატჩი არ აშინებს"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "მთავარი არა ტაქტიკა, არამედ მატჩისადმი მიდგომაა"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლისთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "კრიშტიანუ თამაშისთვის მზადაა"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლისაბონის "სპორტინგთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლა ლიგის მოსაგებად ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 34-ე ტურში "ვილიარეალთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ბუტრაგენიო: "ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ"

ემილიო ბუტრაგენიო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.