რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ფლორენტინო პერესმა ლოპეტეგის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ფლორენტინო პერესმა ლოპეტეგის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

8-10-2018, 16:13
ავტორი: ZZ
ნახვა: 623
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ფლორენტინო პერესმა ლოპეტეგის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მადრიდის "რეალმა" შესაძლოა იულენ ლოპეტეგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს...

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, "ალავესთან" (1:0) მარცხის შემდეგ, ფლორენტინო პერესი ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა და მთავარი მწვრთნელის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

ცნობილი გახდა, რომ ლოპეტეგის მომავალს 28 ოქტომბერს გასამართი "კლასიკო" გადაწყვეტს. სანაკრებო შესვენების დასრულების შემდეგ, "რეალი" საკუთარ მოედანზე "ლევანტეს" და "პლზენს" დაუპირისპირდება, მაგრამ ამ მატჩების მოგების შემთხვევაშიც კი, თუ გუნდი "ბარსელონასთან" დამარცხდება, პერესი ლოპეტეგის გაათავისუფლებს.

"რეალმა" ესპანელი სპეციალისტის გათავისუფლების შემთხვევაში სავარაუდო ვარიანტებზე მუშაობა დაიწყო. პოტენციურ კანდიდატებად სანტიაგო სოლარი ("კასტილია") და ანტონიო კონტე ("ჩელსის" ექს-თავკაცი) სახელდებიან.

მადრიდული გრანდი კონტეს ჯერ კიდევ ლოპეტეგის დანიშვნამდე დაუკავშირდა. თუმცა, "რეალმა" იტალიელ სპეციალისტზე უარი იმის გამო თქვა, რომ "ჩელსისთვის" კომპენსაციის გადახდა არ ისურვა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.