რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » აზარი: "რეალში" გადაბარგება ჩემი ოცნებაა"

აზარი: "რეალში" გადაბარგება ჩემი ოცნებაა"

8-10-2018, 20:03
ავტორი: ZZ
ნახვა: 366
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
აზარი: "რეალში" გადაბარგება ჩემი ოცნებაა"
ლონდონის "ჩელსის" შემტევმა ედენ აზარმა მორიგ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ოცნება მადრიდის "რეალში" თამაშია...

"ეს სიმართლეა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვთქვი, რომ ცვლილებების დროა, რადგან ტურნირი შესანიშნავად ჩავატარე. ახლა ნამდვილად კარგ ფორმაში ვარ და კარგ ფეხბურთს ვთამაშობ".

"არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ამ კლუბში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობ. ვნახოთ, რა მოხდება. ყოველდღე ამის თაობაზე საუბარს არ ვაპირებ. ახლა დრო არ მაქვს, მაგრამ მალე ჩემს მომავალზე ვისაუბრებთ. როცა ოცნება გაქვს, რა თქმა უნდა, მისი ახდენა გსურს".


აზარმა აღიარა, რომ არ სურს კლუბს პრობლემები შეუქმნას და გულშემატკივრებს იმედები გაუცრუვოს. გულშემატკივართა ნაწილისგან ტიბო კურტუას მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმის, რომელიც ზაფხულში "რეალში" გადაბარგდა:

"მსურს ისე მოვიქცე, რაც ჩემთვის უკეთესი იქნება, მაგრამ კლუბსაც წარმატებებს ვუსურვებ, რადგან "ჩელსიმ" ყველაფერი მომცა. ჩემს გეგმებში არ შედის ის, რომ ახლა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობა განვაცხადო, შემდეგ კი უარი ვთქვა. ასე რომ, ვნახოთ".

"ზოგჯერ იმ აზრზე ვიღვიძებ, რომ წასვლა მსურს, ზოგჯერ კი დარჩენაზე ვფიქრობ. რთული გადასაწყვეტია. ჩემი მომავალი მასზეა დამოკიდებული. ახლა 27 წლის ვარ, იანვარში კი 28 წელი შემისრულდება. ამიტომ, დაფიქრება მომიწევს".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.