რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » კარვახალი: "ნეიმარი კანტერიდან მახსოვს. მაშინ გვითხრეს, რომ ის ჩვენთან რჩებოდა"

კარვახალი: "ნეიმარი კანტერიდან მახსოვს. მაშინ გვითხრეს, რომ ის ჩვენთან რჩებოდა"

9-10-2018, 14:22
ავტორი: ZZ
ნახვა: 574
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კარვახალი: "ნეიმარი კანტერიდან მახსოვს. მაშინ გვითხრეს, რომ ის ჩვენთან რჩებოდა"
დანი კარვახალმა Revista Líbero-სთან ინტერვიუში ნეიმარის "რეალის" კანტერაში ყოფნა გაიხსენა, ისაუბრა ლოპეტეგის ნაკრებიდან გათავისუფლებაზე და ერთ მშვენიერ დღეს ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის სურვილიც გამოთქვა...

ნეიმარი "რეალის" კანტერაში

"ნეიმარი "რეალის" კანტერიდან მახსოვს. მაშინ გვითხრეს, რომ ის ჩვენთან რჩებოდა და გახარებულებმა ის რამდენიმეჯერ ჰაერში ავისროლეთ".

"ოქროს ბურთი"

"მოდრიჩი ფეხბურთის არსია. გოლები ყველაფერი არ არის. ინიესტას მსგავსი შანსი ჰქონდა, მაგრამ მას მოგების საშუალება არ მისცეს".

ლოპეტეგის ნაკრებიდან გათავისუფლება

"მან შეგვკრიბა და ყველაფერი აგვიხსნა. მისი წასვლის შემდეგ ლიდერის გარეშე დავრჩით".

ცხოვრებისეული ცვლილებები

"ლა ლატინაში (მადრიდის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონი - ავტ.) ლუდის დალევა მენატრება".

მომავალი

"ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს პრემიერლიგაში თამაში მსურს. ეს შესანიშნავი გამოცდილებაა, რომლის ქონასაც ვისურვებდი და არ მსურს კარიერა ისე დავასრულო, რომ ინგლისში ძალები არ მოვსინჯო".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.