MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ლოპეტეგი: "რეალში" თუ რაიმე ვისწავლე, ეს ბრძოლაა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 23-10-2018, 05:17
ლოპეტეგი: "რეალში" თუ რაიმე ვისწავლე, ეს ბრძოლაა"

იულენ ლოპეტეგიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "პლზენთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

გუნდის მდგომარეობა

"გუნდი იმ მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემპიონთა ლიგის წინ უნდა იყოს. მატჩისგან დიდი მოლოდინი გვაქვს. მოედანზე შემართებით უნდა გავიდეთ და შესანიშნავი მატჩი ჩავატაროთ. ეს ის არის, რაც გვსურს".

შესაძლო ბოლო მატჩი "რეალის" მწვრთნელის პოსტზე

"იმას ვგრძნობ, რასაც ვლაპარაკობ. მატჩი გველოდება, რომელიც დიდი ამბიციით და ენერგიით უნდა ჩავატაროთ. ხვალინდელი მატჩის გარდა არაფერზე ვფიქრობ".

მხარდაჭერა ხელმძღვანელობის მხრიდან

"როგორც ყოველთვის, ყველაფერს ბუნებრივად ვიღებ, რადგან სწორედ ამის გაკეთებაა სჭირო. თუ ზეწოლის ქვეშ მყოფი მწვრთნელის ხილვა გსურთ, ეს მე არ მეხება. სურვილებით აღსავსე ვარ. ძველებური ამბიციები მაქვს. ჩემი სურვილია გუნდმა ხვალ გაიმარჯვოს. მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებულნი და სხვა არაფერზე".

დელიკატური მდგომარეობა

"რეალში" თუ რაიმე ვისწავლე, ეს ბრძოლაა. ეს კლუბის სისხლშია და სიტუაციის გამოსასწორებლად მაქსიმალურად ვიმუშავებთ. ვაცნობიერებთ, რომ არცთუ ისე კარგ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ამას გამოვასწორებთ და შესანიშნავი მატჩის ჩასატარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ერთადერთია, რისი თქმაც შემიძლია".

ხვალინდელმა მატჩმა შესაძლოა ლოპეტეგის მომავალი გადაწყვიტოს

"რა თქმა უნდა, ამის შესახებ წავიკითხე და მოვისმინე, მაგრამ ახლა "პლზენთან" გასამართ მატჩზე ვფიქრობ, ჩემს გუნდს ვაკვირდები და მატჩისთვის ვემზადები. აწმყოთი ვცხოვრობ. ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, სადაც კარგად ორგანიზებულ გუნდს დავუპირისპირდებით".

"კლასიკო"

"მხოლოდ ახლანდელ მომენტზე საუბარი შემიძლია. ხვალ გუნდს მე ვუთავკაცებ. თუ მომავალზე მკითხავთ, არაფერი ვიცი. აწმყოზე ვართ კონცენტრირებულნი".

გასახდელის ატმოსფერო

"ფეხბურთელები ძლიერები არიან. ისინი ნამდვილი ჩემპიონები არიან და ეს შემთხვევითობა არ არის. ისინი რთულ მომენტებში ძალებს იკრებენ და წინსვლას ცდილობენ. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ გუნდი ცოცხალია და თავდაჯერებული, რისი წყალობითაც სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია. ჩვენ ვიმუშავებთ და ვიბრძოლებთ. მე იმ გუნდს ვწვრთნი, რომელმაც თავისი სურვილები და ამბიციები გამოავლინა".

"პლზენი"

"ეს ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ჩეხებმა წარმატებას მიაღწიეს და ცოტა გოლი გაუშვეს. "ცსკა"-სთან მატჩში მათი მონაწილეობით შესანიშნავი პირველი ტაიმი ვიხილეთ. ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა მეტოქეს ვაჯობოთ".

პრესა

"პრესის აზრებზე დამოკიდებული არ ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი. მხოლოდ ჩემს სამუშაოზე ვარ დამოკიდებული".

გუნდში არსებული სიტუაცია

"აქ გოლებთან პირდაპირი კავშირია. ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ გოლის გატანა არ გამოგვდის. ძალები უნდა გადავანაწილოთ და ეფექტურები ვიყოთ. ამის გაკეთებას შევძლებთ".

ითამაშებს თუ არა ბეილი ხვალინდელ მატჩში

"ის ხვალინდელ მატჩზე ფიქრობს და არა "კლასიკოზე".

ზიდანი: "ხვალ "რეალის" და "პსჟ"-ს მატჩი გველოდება და არა რონალდუს და ნეიმარის"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პსჟ"-სთან გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "კრიზისში არ ვართ. პანიკა საჭირო არ არის"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-11 ტურში "ლას-პალმასთან" გასამართი საშინაო მატჩისთვის პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ვერ მოვდუნდებით. ფინალში გასასვლელად იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ატლეტიკოსთან" გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რონალდუს პოზიტივი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 33-ე ტურში "ბარსელონასთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ვერც ქება და ვერც კრიტიკა ვერ შემცვლის"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-11 ტურში "ლეგანესთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "იმედი ბოლო წუთებამდე გვექნება"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის ბოლო ტურში ლა-კორუნიის "დეპორტივოსთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ჩამორჩენა ერთი ქულაა და ბოლომდე ვიბრძოლებთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 37-ე ტურში "ვალენსიასთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ნავასი: "ამ კლუბის გერბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯებით"

კეილორ ნავასმა "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.