MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ისკო: "ვერ ვიტირებთ იმ ადამიანზე, რომელმაც "რეალში" ყოფნა არ მოისურვა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 23-10-2018, 07:21
ისკო: "ვერ ვიტირებთ იმ ადამიანზე, რომელმაც "რეალში" ყოფნა არ მოისურვა"

ისკომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "პლზენთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

"ძალიან მიხარია, რომ თამაშს დავუბრუნდი. მოედანს ვადაზე ადრე დავუბრუნდი. ძალიან მსურს გუნდს დავეხმარო, რიტმი და ფიზიკური კონდიციები აღვიდგინო. დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ".

"სიმართლე გითხრათ, ამდენ უარყოფით შედეგთან შეგუება ძალიან რთულია. თუმცა, აქ უკვე 6 წელიწადია ვიმყოფები, ბევრი რთული პერიოდი გამოვიარე და ბოლოს სიტუაციის შეცვლას ყოველთვის ვახერხებდით. ხშირად ხდებოდა, როცა გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველა კრიტიკოსს ვაჩუმებდით".

"იულენ ლოპეტეგის დიდი ხანია ვიცნობ. მან ნაკრებში ფენომენალური სამუშაო გასწია. ის აქაც წარმატებით მუშაობს, უარყოფითი შედეგების მიუხედავად. მართალია, მისი საფეხბურთო ხედვა მოგვწონს, მაგრამ მოედანზე მისი იდეების რეალობად ქცევას ვერ ვახერხებთ. ყველაფერი გუნდზე და სამწვრთნელო შტაბზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ლოპეტეგის გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. მას დრო აუცილებლად უნდა მიეცეს. ყველას გვჯერა, რომ წარმატებებს მივაღწევთ".

"მენატრება თუ არა რონალდუ? რატომ უნდა ვისაუბრო იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც აქ არ არიან? მენატრებოდა ბეილი, როცა ის ტრავმირებული იყო. მენატრება კარვახალი, როცა ის გვაკლია. გადახედეთ ჩვენს შემადგენლობას. თამაშისთვის ბევრი ვარიანტი გვაქვს. ვერ ვიტირებთ იმ ადამიანზე, რომელმაც "რეალში" ყოფნა არ მოისურვა".

ლოპეტეგი: "რეალში" თუ რაიმე ვისწავლე, ეს ბრძოლაა"

იულენ ლოპეტეგიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "პლზენთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ბენზემა: "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ყოველთვის იქნება"

ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე Codere-ს ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა......

ისკო: "მიხარია, რომ "რეალის" ახალი მწვრთნელი ლოპეტეგი იქნება"

ისკომ ხულენ ლოპეტეგის "გათეთრება" დადებითად შეაფასა......

ზიდანი: "გოლების გატანა უნდა გავიხსენოთ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ტოტენჰემთან" (3:1) მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ასენსიო: "ყველას გვაქვს ცუდი დღეები"

მარკო ასენსიოს და ლუკა მოდრიჩის მატჩისშემდგომი კომენტარი......

მოდრიჩი: "მადლობა ღმერთს, მარადონამ კარიერა დიდი ხანია დაასრულა და ჩვენს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს"

ლუკა მოდრიჩმა "ნაპოლისთან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რონალდუს გაყიდვის წინააღმდეგი ვარ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "რომასთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ნაჩო: "ვიცით, რომ "მალმიოსთან" სტუმრად თამაში ძალიან რთულია"

ნაჩო ფერნანდესმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "მალმიოსთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.