MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბეილმა "რეალის" მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 24-10-2018, 06:24
ბეილმა "რეალის" მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "პლზენი" (2:1) დაამარცხა, ხოლო გარეტ ბეილმა მადრიდული გრანდის მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა...

ბეილმა ამ ნიშნულს თავის მე-6 მადრიდულ სეზონში მიაღწია. ამ დროის განმავლობაში უელსელმა ვინგერმა "სამეფო კლუბის" მაისურით 135 მატჩი მოიგო და 92 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გარეტს "რეალის" ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მან გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" კარში საოცარი მაკრატელა გაიტანა და გუნდს მე-13 თასი მოაგებინა.

ბეილმა 200 მატჩიდან 134 ლა ლიგაში ჩაატარა, 47 ჩემპიონთა ლიგაზე, 9 სამეფო თასზე, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, 3 ევროპის სუპერთასზე და 3 ესპანეთის სუპერთასზე. გარეტმა "რეალის" რიგებში ყველაზე მეტი მატჩი 2014/15 წლების სეზონში ჩაატარა - 48.

უელსელმა წლევანდელ სეზონში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი მონაგარი კი 4 გოლია.

ბეილს "რეალის" მაისურით 13 ტიტული აქვს მოგებული. აქედან 4 ჩემპიონთა ლიგაა.

გარეთ ბეილი იუბილარია

უელსელმა "რეალთან" ერთად უკვე 9 ტიტული მოიგო და 67 გოლი გაიტანა......

ბეილმა "რეალის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა

გარეთ ბეილს კარდიფში განსაკუთრებული საღამო ჰქონდა. მან თავის სამშობლოში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კარიერაში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს მესამედ დაეუფლა და "რეალის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა. ბეილი მინდორზე 77-ე წუთზე...

დანილომ "რეალის" მაისურით 50-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა

მატეო კოვაჩიჩმა კი "სამეფო კლუბის" მაისურით 50-ე მატჩი მოიგო......

რონალდუმ "რეალის" რიგებში 350-ე მატჩი ჩაატარა

მნიშვნელოვანი მოვლენა პორტუგალიელის კარიერაში......

კროოსმა "რეალის" მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა

გერმანელი ნახევარმცველის საიუბილეო მიღწევა......

ისკომ "რეალის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა

ესპანელმა ნახევარმცველმა ამ ნიშნულს ევროპის სუპერთასის მატჩში მიაღწია......

ვარანმა "რეალის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა

ფრანგმა მცველმა ამ ნიშნულს "ვალენსიასთან" (3:2) გამართულ მატჩში მიაღწია......

რამოსმა და რონალდუმ "რეალის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე გამარჯვება მოიპოვეს

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მადრიდის "რეალის" მაისურით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 74 გოლი გაიტანა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.