MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ვალვერდე: "წამიერად თვალები დავხუჭე, რათა გულშემატკივრებისთვის მომესმინა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 25-10-2018, 00:21
ვალვერდე: "წამიერად თვალები დავხუჭე, რათა გულშემატკივრებისთვის მომესმინა"

ფედერიკო ვალვერდემ მადრიდის "რეალის" მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ურუგვაელი ნახევარმცველი მინდორზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პლზენთან" მატჩის 54-ე წუთზე ისკოს ნაცვლად გამოჩნდა. ვალვერდემ ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თავისი ემოციები გაუზიარა...

"ჩემი დებიუტით კმაყოფილი ვარ. გავიმარჯვეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღება უდიდესი პლუსია. უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ყოველდღე მხარს მიჭერენ. ასევე, მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს".

ვალვერდე: "წამიერად თვალები დავხუჭე, რათა გულშემატკივრებისთვის მომესმინა"


"მარსელოს გოლი შესანიშნავი იყო. მწვრთნელმა წაგებული მატჩების შემდეგ მოედანზე მეტი მუშაობა გვთხოვა და ეს გავაკეთეთ კიდეც".

"ისეთი მეტოქე დავამარცხეთ, რომელსაც თავისი თამაშის ჩვენება უყვარს და ძლიერი მხარეები გააჩნია. ამიტომ, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვსურს. მწვრთნელმა მთხოვა ამ მომენტისგან სიამოვნება მიმეღო, დაცვას დავხმარებოდი და შესაძლებლობის შემთხვევაში შეტევაშიც წავსულიყავი. ვცდილობდი თამაშისგან სიამოვნება მიმეღო. წამიერად თვალები დავხუჭე, რათა გულშემატკივრებისთვის მომესმინა. სტადიონზე მყოფი "რეალის" გულშემატკივრების მოსმენა საოცარი შეგრძნებაა".

"ყოველთვის 4:0-ს ვერ მოიგებ, მაგრამ ყველაზე მთავარი სამი ქულაა. კვირას კიდევ უფრო რთული დაპირისპირება გველოდება. "ელ კლასიკოში" გამარჯვება ყველას სურს. კატალონიელები უნდა დავამარცხოთ".

"მწვრთნელი გვეხმარება და რჩევებს გვაძლევს, ჩვენ კი მის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ. ერთ მუშტად შეკრულები ვართ მაშინაც კი, როცა შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის. ვიმედოვნებ, მარსელოს ტრავმა სერიოზული არ არის, რადგან ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია".

რონალდუ: "პსჟ"-სთან დაპირისპირება მთელი სეზონის ბედს გადაწყვეტს"

კრიშტიანუ რონალდუ Goal.com-მა 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. პორტუგალიელმა პრიზის მიღების შემდეგ "პსჟ"-სთან გასამართ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაზე ისაუბრა......

ზიდანი: "რონალდუ ყველაფერს საფეხბურთო მინდორზე ამტკიცებს"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში "ბაიერნთან" (4:2) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

კარვახალი: "პირველი დაბრკოლება გადავლახეთ და ახლა "ვალენსიასთან" მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი"

დანი კარვახალი და კიკო კასილია ლა ლიგის 23-ე ტურში "ესპანიოლთან" (2:0) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ......

ხამესი: "ზიდანი მხარს მიჭერს"

ხამესი, კასილია და კარვახალი "ესპანიოლთან" (0:2) მატჩის შემდეგ......

ასენსიო: "ლა ლიგის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო"

მარკო ასენსიო, კაზემირო და მატეო კოვაჩიჩი "რეალ სოსიედადთან" (0:3) მატჩის შემდეგ......

კეილორ ნავასი: "მოედანზე მოსაგებად გავალთ"

კეილორ ნავასი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში გოლი არ გაუშვია, აცნობიერებს, თუ რამდენად დიდ როლს შეასრულებენ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი ქომაგები "მანჩესტერ სიტისთან" გასამართ საპასუხო მატჩში......

კარვახალი: "ჩვენი მიზანი ფრე არ ყოფილა"

დანი კარვახალი, ხესე, სერხიო რამოსი, მარსელო, პეპე და კეილორ ნავასი "ბარსელონასთან" (1:2) მატჩის შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.