MADRIDISTA.GE

Real Madrid News

Gracias, Iker

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 11-07-2015, 20:51
Gracias, Iker

ლეგენდარულმა კიპერმა "რეალში" ჩატარებულ 16 სეზონში 725 მატჩი ჩაატარა და 19 ტიტული მოიგო...

"რეალში" ჩატარებული 725 მატჩისა და 16 სეზონის შემდეგ, იკერ კასილასი მადრიდული გრანდის ლეგენდაა. ის გუნდს 1990 წელს, 9 წლის ასაკში შეუერთდა და ნაბიჯ–ნაბიჯ მიიწევდა იმისკენ, რომ "სამეფო კლუბის" ემბლემა და მსოფლიო ფეხბურთის ეტალონი გამხდარიყო.

იკერმა "რეალის" მაისურით პირველი მატჩი 1999 წლის 12 სექტემბერს, "სან მამესზე" ჩაატარა. მას შემდეგ "ბლანკოსთან" ერთად 19 ტიტული მოიგო: 3 ჩემპიონთა ლიგა, 1 საკლუბო მუნდიალი, 2 საკონტინენტთაშორისო თასი, 2 ევროპის სუპერთასი, 5 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი და 4 ესპანეთის სუპერთასი.

ისტორიული სეივები
მადრიდისტების მეხსიერებაში იკერის მიერ არაერთი მოგებული ტიტული დარჩება, მაგრამ არც მისი საოცარი სეივები დაგვავიწყდება, რის ხარჯზეც "რეალმა" უამრავი გამარჯვება მოიპოვა. მაგალითად, ლევერკუზენის "ბაიერთან", როცა "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგა მეცხრედ მოიგო.

კასილასი "რეალში" ჩატარებული მატჩების მხრივ (725) მეორე ადგილზეა და მხოლოდ რაულ გონსალეს ბლანკოს ჩამორჩა. ევროთასებზე მან 152 შეხვედრა ჩაატარა და მადრიდული გრანდის რიგებში რეკორდი დაამყარა. თუმცა, იკერმა ესპანეთის ნაკრებშიც ისტორია შექმნა. ლეგენდარულმა კიპერმა "ფურია როხას" რიგებში 162 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 მუნდიალი და 2 ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ინდივიდუალური ტიტულები
ის 5–ჯერ "ფიფას" წლის გუნდში მოხვდა და 5–ჯერ IFFHS–ს მიერ წლის საუკეთესო გოლკიპერად დასახელდა. გარდა ამისა, იკერმა 1 ბრავოს და 1 ზამორას ტიტული მოიპოვა. სპორტში შეტანილი წვლილისთვის ასტურიის პრინცის პრემია და სამეფო ორდენი მიიღო.
jinjo 11 ივლისი 2015 22:11

madloba iker yvelafristvis
madridistebis gulshi iqnebi mudam
Andro=madridi 8 მაი 2016 18:29

Madlobeli tetro legendav.a R dagvaviwydebi.. Gracias iker gracias!!!!!

რაულ გონსალეს ბლანკო იუბილარია

დღეს, მადრიდის "რეალის" ლეგენდარულ ფორვარდ რაულ გონსალეს ბლანკოს იუბილე აქვს. "ელ კაპიტანოს" 38 წელი შეუსრულდა......

ჩიჩარიტოს 27 წელი შეუსრულდა

მექსიკელმა ფორვარდმა "რეალის" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა......

მარსელო იუბილარია

ბრაზილიელ მცველს 27 წელი შეუსრულდა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.