ლიპი: ""რეალი"–"იუვეს" მატჩში გადამწყვეტი ბუფონის თამაში იქნება"

ლიპი: ""რეალი"–"იუვეს" მატჩში გადამწყვეტი ბუფონის თამაში იქნება"

ტურინის "იუვენტუსის" ექს–თავკაცმა მარჩელო ლიპიმ, ყოფილი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსებზე ისაუბრა...

"მადრიდის "რეალისთვის" ეს საუკეთესო წელი არ არის. ჩემპიონთა ლიგა გულშემატკივრების გასახარებლად ბოლო შანსია".

"თუმცა, "იუვენტუსს" ევროასპარეზზე მდიდარი გამოცდილება აქვს. 90 000 ქომაგის თვალწინ თამაში იოლი არ იქნება, მაგრამ ტურინელებს იარაღი აქვთ, რომელსაც მეტოქისთვის დარტყმის მიყენება შეუძლია".

"ვფიქრობ, ოთხშაბათს გადამწყვეტი ბუფონის თამაში იქნება. ასევე, ნახევარმცველების თამაშიც. კერძოდ კი ვიდალის".

"პოგბა? უკეთესია, თუ მოედანზე ყველა საუკეთესო ფეხბურთელი გეყოლება. თუნდაც 70 წუთით"
– განაცხადა ლიპიმ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.