MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"ბერნაბეუს" პუბლიკა ბეილით უკმაყოფილოა

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 6-11-2018, 07:08
"ბერნაბეუს" პუბლიკა ბეილით უკმაყოფილოა

მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები უელსელი ვინგერით კვლავ უკმაყოფილოები არიან...

"ახლა გარეტ ბეილი ყურადღების ცენტრშია. ის ფანტასტიურია და გვსურს მუდამ მაღალი დონის თამაში აჩვენოს" - განაცხადა სანტიაგო სოლარიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე. არგენტინელ სპეციალისტს სურს უელსელმა ისეთივე ფეხბურთი ითამაშოს, როგორსაც სეზონის სტარტზე თამაშობდა. თუმცა, ბეილმა "ვალიადოლიდთან" მატჩში კვლავ წარუმატებლად იასპარეზა.

მან მინდორზე 71 წუთი გაატარა და გულშემატკივართა გულის მოგების კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. გარეტმა მასიპის კარის მიმართულებით ორჯერ დაარტყა, მაგრამ არცერთი დარტყმა სახიფათო არ ყოფილა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკა - უელსელმა ბურთი 14-ჯერ დაკარგა. ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ ოდრიოზოლას და მოდრიჩს ჩამორჩა, რომლებმაც ბურთი 16-ჯერ დაკარგეს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ალვარომ ბურთი 5-ჯერ დაიბრუნა, ლუკამ კი 8-ჯერ.

თუ ბეილს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის თავის სამყაროშია და რეალობასაა მოწყვეტილი. ის გუნდისგან გამოთიშულია. გარეტი ფლანგებს ხშირად იცვლიდა, მაგრამ სარგებელი ამანაც ვერ მოიტანა.

როცა ბეილი მინდორს ტოვებდა (მის ნაცვლად თამაშში ვასკესი ჩაერთო), გულშემატკივრებისგან გამაყრუებელი სტვენა მიიღო. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოედნიდან გასვლის შემდეგ გარეტმა ჩენდოს ხელი ჩამოართვა, მაგრამ ახალი მთავარი მწვრთნელი დააიგნორა. თავის მხრივ, "ბერნაბეუ" მოთმინებას ისევ კარგავს. ბეილს "ლევანტესთან" შეხვედრაშიც დაუსტვინეს და ეს გასულ შაბათსაც განმეორდა.

აღსანიშნავია, რომ გარეტმა ანტირეკორდი დაამყარა. ის გოლის გატანას ზედიზედ 7 მატჩია ვერ ახერხებს.

შეძლებს ბეილი "რეალის" ლიდერობას?

გარეტ ბეილი მადრიდის "რეალის" ლიდერობისთვის ემზადება......

გარეტ ბეილი იუბილარია

გარეტ ბეილს 29 წელი შეუსრულდა. ბეილი 1989 წლის 16 ივლისს კარდიფში (უელსი) დაიბადა და "რეალში" მე-6 სეზონს ატარებს......

ბეილი "რეალის" ლიდერად ყალიბდება

გარეტ ბეილის დაბრუნება კრიზისში მყოფი მადრიდის "რეალისთვის" ერთადერთი კარგი სიახლეა. უელსელი მინდორზე დაბრუნებიდან ჩვეულ კონდიციებს იბრუნებს და გუნდი გამარჯვებებისკენ მიჰყავს......

ტოშაკი: "ახლა BBC-ს ტრიოს პრობლემები აქვს"

"შუშის" გარეტ ბეილს მადრიდის "რეალში" დარჩენა გაუჭირდება. ასე მიიჩნევს "რეალის" ექს-თავკაცი ჯონ ტოშაკი......

გიგზი: "ბეილმა ტრავმებს რაიმე უნდა მოუხერხოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა რაიან გიგზი მიიჩნევს, რომ გარეტ ბეილმა ფიზიკურ მომზადებასა და თამაშთან მიდგომა უნდა შეცვალოს......

ბეილი - ტრავმამდე და ტრავმის შემდეგ

უელსელის სეზონი შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ......

გაუმჯობესებული მოდრიჩი

ხორვატი თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს......

გულშემატკივრებმა ბეილს დაუსტვინეს

"სანტიაგო ბერნაბეუს" მრავალრიცხოვანმა პუბლიკამ გარეთ ბეილს კვლავ დაუსტვინა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.