MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ხამესს იანვარში "რეალში" დაბრუნება სურს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 7-11-2018, 19:42
ხამესს იანვარში "რეალში" დაბრუნება სურს

კოლუმბიელ ნახევარმცველს მიუნხენის "ბაიერნი" და ნიკო კოვაჩის ახირებები ყელში ამოუვიდა...

"ბაიერნს" ივნისში "რეალის" საკუთრებაში მყოფი ხამესის გამოსყიდვა 64 მილიონად შეუძლია. თავის მხრივ, კოლუმბიელი თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს სთხოვს მის "რეალში" დაბრუნებაზე იზრუნოს, რომელთან კონტრაქტიც 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ხამესმა თავის დროზე "რეალი" სათამაშო დროის სიმცირის გამო დატოვა, რადგან ზინედინ ზიდანი მას იშვიათად ათამაშებდა და ფსონს ისკოზე აკეთებდა. თუმცა, ზიდანის წასვლის შემდეგ კოლუმბიელი ზაფხულში "სამეფო კლუბში" დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

მას შემდეგ, რაც "ბაიერნის" თავკაცი ნიკო კოვაჩი გახდა, ხამესს უფრო და უფრო მცირე სათამაშო დრო ეძლევა. ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი არ არის და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "რეალში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

Kicker: ხამესი შესაძლოა 2019 წელს "რეალს" დაუბრუნდეს

გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ხამეს როდრიგესი, რომელიც არენდით მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობს, შესაძლოა მადრიდის "რეალს" დაუბრუნდეს......

ამ ზაფხულს ხამესის "რეალში" დაბრუნება გამოირიცხა

კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ამ ზაფხულს მადრიდის "რეალში" დაბრუნება გამორიცხა......

ხამესი "რეალში"? "ბაიერნმა" გადაწყვეტილება მიიღო

მიუნხენის "ბაიერნის" ახალმა თავკაცმა ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ გუნდის კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალს" არ დაუბრუნდება......

"ბაიერნმა" ხამესის შემცვლელის ძიება დაიწყო. ფეხბურთელს "რეალში" დაბრუნება სურს

მას შემდეგ, რაც ხამეს როდრიგესმა მოულოდნელად მადრიდის "რეალში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა, მიუნხენის "ბაიერნი" კოლუმბიელი ვარსკვლავის შემცვლელის ძიებას შეუდგა. ამ ინფორმაციას გაზეთი Marca ავრცელებს......

"იუვენტუსმა" შესაძლოა ზამთარში ხამესის შეძენა სცადოს

ტურინულმა კლუბმა კოლუმბიელი ნახევარმცველისადმი ინტერესი განაახლა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.