MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მაურო იკარდი - ახლა ან არასდროს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 7-11-2018, 20:16
მაურო იკარდი - ახლა ან არასდროს

არგენტინელი ფორვარდი "ინტერთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და "რეალის" გადაწყვეტილებას ელოდება...

ახლა ან არასდროს. ის აღარ მოიცდის. მაურო იკარდი 25 წლისაა და საუკეთესო ფორმაში მყოფი "ინტერის" დასატოვებლად მზადაა. ფაბიო კაპელო "რეალს" მის შეძენას ურჩევს. მის გადაბირებას ანტონიო კონტეც შეეცდებოდა. თავის მხრივ, "რეალის" ფორმის მორგება იკარდისაც ნებისმიერ ფასად სურს. ის მზადაა მადრიდში იანვარში გადაბარგდეს, თუ "სამეფო კლუბი" მის სანაცვლოდ 110 მლნ. ევროს გადაიხდის. ეს ის თანხაა, რომელიც კონტრაქტშია მითითებული, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გაახანგრძლივა. არგენტინელმა ეს პუნქტი მოისურვა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ეს მიღებული არ არის. მისი მიზანი "რეალში" შესაძლო ტრანსფერი იყო. აი, რატომ არ ახანგრძლივებს დღემდე ის კონტრაქტს. სანტიაგო სოლარისთვის იკარდის ტრანსფერი იდეალური იქნებოდა.

"ინტერი" მაუროს კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივებას და წლიურად 6,8 მლნ. ევროს სთავაზობს, მაგრამ იკარდი არ ჩქარობს. ამჟამად მისი წლიური ანაზღაურება 4,5 მლნ. ევროს შეადგენს, ხოლო "რეალი" მისთვის სასურველი ხელფასის შესათავაზებლად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. იკარდი სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე იაფფასიანი ფორვარდია, როცა სხვების ღირებულება მინიმუმ 175 მლნ. ევროდან იწყება. არგენტინელმა შესანიშნავად იცის, რომ "რეალს" მისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება შეუძლია. თუმცა, მისი აგენტი და მეუღლე ვანდა აცხადებს, რომ ფული ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის.

"რეალში" აცნობიერებენ, რომ თუ იკარდის ახლა არ შეიძენენ, ზაფხულში მას სხვა რომელიმე კლუბი შეიძენს ან ფეხბურთელი "ინტერთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 200 მლნ. ევრომდე გაიზრდება. ახლა ან არასდროს. კონტე, კაპელო და FIFA-ს აგენტები თვლიან, რომ რამდენიმე თვეში ინგლისის პრემიერლიგის კლუბები და "პსჟ" არგენტინელისთვის დიდ ბრძოლას გააჩაღებენ.

იკარდის "რეალში" გადაბარგება სურს, რადგან მადრიდული გრანდის სათამაშო სტილი მას იდეალურად შეეფერება. მან იცის, რომ შეუძლია კრიშტიანუ რონალდუს ღირსეული მემკვიდრე გახდეს. ის "ინტერს" დატოვებს, თუ "სამეფო კლუბი" აქცენტს მასზე გააკეთებს. მან იცის, რომ მადრიდელებს ახლა ნამდვილი გოლეადორი აკლიათ და შეუძლია მადრიდისტების ახალი კუმირი გახდეს. მაუროს ორმაგი ინტერესი აქვს, რადგან 2011 წელს "ბარსელონადან" გამოაძევეს, ეს ტრანსფერი კი კატალონიელთათვის ორმაგი დარტყმა იქნება.

კაპელო: "რეალის" ადგილას იკარდის შევიძენდი"

"რეალის" ექს-თავკაცი ფაბიო კაპელო თვლის, რომ მადრიდულმა გრანდმა მილანის "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი უნდა შეიძინოს......

მაურო იკარდი "რეალში" ითამაშებს

მილანის "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი ახალი სეზონიდან მადრიდის "რეალის" ღირსებას დაიცავს......

იკარდის აგენტი მადრიდში მიემგზავრება

მილანის "ინტერის" ფორვარდ მაურო იკარდის მადრიდის "რეალში" გადაბარგების შანსი ისევ აქვს......

იკარდი "რეალში" გადაბარგებას დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით

მილანის "ინტერის" არგენტინელი ფორვარდი მაურო იკარდი მადრიდის "რეალში" გადასაბარგებლად მზადაა, თუ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება......

იკარდის მეუღლე: "მაუროს შეძენა "რეალს", "იუვეს", "პსჟ"-ს, "ნაპოლის" და "ატლეტიკოს" სურდათ"

მილანის "ინტერის" არგენტინელი ფორვარდის, მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ განაცხადა, რომ ზაფხულში მადრიდის "რეალის", "ატლეტიკოს", "იუვენტუსის", "ნაპოლისა" და "პსჟ"-ს წარმომადგენლებს შეხვდა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.