MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბენზემამ "რეალის" მაისურით 200-გოლიანი ნიშნული გადალახა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 8-11-2018, 20:49
ბენზემამ "რეალის" მაისურით 200-გოლიანი ნიშნული გადალახა

მადრიდის "რეალის" ფრანგი ფორვარდის მორიგი მიღწევა...

ქარიმ ბენზემასთვის "პლზენთან" მატჩი განსაკუთრებული გამოდგა. მან დუბლი შეასრულა და "რეალის" მაისურით მე-200 და 201-ე გოლები გაიტანა.

ბენზემას გოლები ყველა ტურნირის მიხედვით ასე გადანაწილდა: 131 გოლი ლა ლიგაში, 47 ჩემპიონთა ლიგაზე, 17 სამეფო თასზე, 3 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, 2 ესპანეთის სუპერთასზე, 1 ევროპის სუპერთასზე.

ბენზემა "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-7 პოზიციაზეა. ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება:

1. კრიშტიანუ რონალდუ - 451 გოლი
2. რაული - 323
3. დი სტეფანო - 308
4. სანტილიანა - 290
5. პუშკაში - 242
6. უგო სანჩესი - 208
7. ქარიმ ბენზემა - 201

თავად ფრანგი ფორვარდი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა:

"დღეს ლამაზად ვთამაშობდით და ისეთი მადრიდის "რეალი" ვიყავით, რომლის ნახვაც ყველას გვსურს. ყოველ წელს გამარჯვება უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან ყველა მეტოქე ძლიერდება. ჩვენ უნდა ვითამაშოთ და ვიბრძოლოთ, რათა კარგი მატჩები ჩავატაროთ და გამარჯვებები გავაგრძელოთ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ძალიან კარგია, რომ ასეთი გამარჯვება მოვიპოვეთ".

თავისი მიღწევა

"ფეხბურთს იმისათვის ვთამაშობ, რომ ისტორია შევქმნა და ზოგჯერ ხალხი ვერ ხვდება, რითი ვარ დაკავებული. აქ იმისათვის ვარ, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო და გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. ზოგჯერ გოლის გატანას ვახერხებ, ზოგჯერ მოედანს უგოლოდ ვტოვებ, მაგრამ მთავარი გამარჯვებები და ტიტულებია. 30 წლის ვარ და ჩემი სურვილები არ იცვლება. ჩემი მიღწევით ძალიან ვამაყობ და ეს თავდაჯერებულობას მაძლევს. მეტი გოლის გატანის სურვილი მიჩნდება. როცა მოედანზე გავდივარ, არამარტო გოლების გატანა, არამედ გუნდისთვის დახმარების გაწევა მსურს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში".

სოლარი

"სოლარი "რეალის" ფეხბურთელი იყო და გუნდის შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის. ჩვენს გუნდს იღბალი კვლავ აქვს და ვიმედოვნებ შემდეგშიც კარგად ვითამაშებთ. სოლარის ყველაფერი გამოსდის და კარგი იქნება, თუ მინიმუმ სეზონის ბოლომდე ჩვენი მწვრთნელი იქნება".

"რეალი" პირველი ესპანური გუნდია, რომელმაც ამ სეზონში 100-გოლიანი ნიშნული გადალახა

მადრიდის "რეალი" პირველი ესპანური გუნდი გახდა, რომელმაც წლევანდელ სეზონში 100-გოლიანი ნიშნული გადალახა......

ბეილი: "ჩვენი სურვილი ყველა მატჩის მოგებაა"

გარეთ ბეილი, სერხიო რამოსი, კეილორ ნავასი და კაზემირო დორტმუნდის "ბორუსიასთან" (1:3) მატჩის შემდეგ......

ბეილმა "რეალის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა

გარეთ ბეილს კარდიფში განსაკუთრებული საღამო ჰქონდა. მან თავის სამშობლოში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კარიერაში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს მესამედ დაეუფლა და "რეალის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა. ბეილი მინდორზე 77-ე წუთზე...

ბენზემამ ლა ლიგაში "რეალის" მაისურით 350-ე მატჩი ჩაატარა

საიუბილეო თარიღი ფრანგი ფორვარდის მადრიდულ კარიერაში......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.