MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სოლარი: "რეალი" მუდამ კრიზისშია. მაშინაც კი, როცა ჩემპიონთა ლიგას ვიგებთ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 8-11-2018, 21:05
სოლარი: "რეალი" მუდამ კრიზისშია. მაშინაც კი, როცა ჩემპიონთა ლიგას ვიგებთ"

სანტიაგო სოლარიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "პლზენთან" (0:5) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

მატჩი

"ბევრ ამოცანას გავუმკლავდით, თამაშს სრული სერიოზულობით მოვეკიდეთ. მოედანზე ბევრს ვმუშაობდით და მოედნის თითქმის ყველა მონაკვეთში ვიყავით. ძალიან ლამაზი გოლებიც ვიხილეთ".

"შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგაზე ამ ანგარიშით გაიმარჯვო, თუ ამისათვის ბოლომდე არ დაიხარჯები. ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ფეხბურთელების დამსახურებაა".


მეკარის პოზიცია

"ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. მსურს აღვნიშნო, რომ კეილორი ნამდვილი ჯენტლმენია. მისით, როგორც ფეხბურთელით, აღფრთოვანებული ვარ და როგორც პიროვნებას, დიდ პატივს ვცემ. ის გასახდელში ძალიან უყვართ. ნავასი ნებისმიერ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია".

სტვენის დასასრული

"როცა 5:0 გაიმარჯვებ, რა თქმა უნდა, ტაშს დაგიკრავენ. დღეს ის გავაკეთეთ, რაც გამარჯვების მოსაპოვებლად უნდა გაგვეკეთებინა. გუნდი მეტოქის კართან უფრო მეტად აგრესიული უნდა იყოს და ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ".

გამარჯვება

"ფეხბურთელებმა გამარჯვებას მიაღწიეს. მათ სერიოზული მატჩი ჩაატარეს, მაგრამ უკვე მომდევნო შეხვედრაზე ფიქრის დროა".

იდეალური დასაწყისი

"ამ გუნდში დიდი ფეხბურთელები არიან. მათ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ისინი იქამდე მივლენ, სადამდეც მოისურვებენ. ასეთი თამაშით შეუძლებელია რაიმეს ვერ მიაღწიო. დიდებული გოლები იყო და სიამოვნებაც მივიღე".

ცვლილებები

"ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. წინ კიდევ ერთი მატჩია, რომელსაც ასევე სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ".

მომავალი

"მე მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობ. მთელი ენერგია მომდევნო მატჩზეა მიმართული".

კრიზისი

"რეალი" მუდამ კრიზისშია. მაშინაც კი, როცა ჩემპიონთა ლიგას ვიგებთ".

ახალგაზრდა ფეხბურთელების დებიუტი

"ოდრიოზოლა და რეგილონი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ისინი სეგუნდაში ასპარეზობდნენ. ხავი სანჩესის დებიუტიც მახარებს. მან "რეალის" კანტერაში ყველა ასაკობრივი კატეგორია გამოიარა. ის ბევრი კანტერანოსთვის სამაგალითოა".

ვარანი: "ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია"

რაფაელ ვარანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მოსკოვის "ცსკა"-სთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "BBC-ს შენარჩუნება მსურს"

ზინედინ ზიდანმა მოსამზადებელი ეტაპის მეორე ამხანაგურ მატჩში "მანჩესტერ სიტისთან" (4:1) მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ზოგჯერ კრიშტიანუმაც უნდა დაისვენოს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 34-ე ტურში "ვილიარეალთან" (3:0) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლიდერს ერთი ქულით ჩამოვრჩებით და ეს არის მთავარი"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 33-ე ტურში "ხეტაფესთან" (1:5) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "შანსები ლა ლიგაში? ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩია მნიშვნელოვანი"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 31-ე ტურში "ბარსელონასთან" (1:2) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.