MADRIDISTA.GE

Real Madrid News

იკერის დედა: "ჩემმა შვილმა "ბარსელონას" დონის გუნდში გადასვლა დაიმსახურა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 12-07-2015, 09:03
იკერის დედა: "ჩემმა შვილმა "ბარსელონას" დონის გუნდში გადასვლა დაიმსახურა"

"ელ კაპიტანოს" მშობლების სენსაციური ინტერვიუ კატალონიურ გამოცემასთან...

Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში იკერ კასილასის მშობლებმა, მარია დელ კარმენ ფერნანდესმა და ხოსე ლუისმა ფლორენტინო პერესი მათი შვილის მიმართ წლების მანძილზე დაუფასებელი მოპყრობის გამო გააკრიტიკეს.

""პორტუ" - ეს არის როგორც გუნდი სეგუნდა ბ-დან, ჩემმა შვილმა კი "ბარსელონას" დონის კლუბი დაიმსახურა" - ემოციურად წამოიყვირა ფეხბურთელის დედამ.

"ნუ საუბრობ ასე "პორტუზე" - შეაწყვეტინა მას უფროსმა კასილასმა. "ამ კლუბს პატივს ვცემ. იკერმა ნამდვილად დაიმსახურა უფრო დიდი დონის გუნდი. მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ან "პსჟ", მაგრამ "პორტუზე" ასე საუბარი არ შეიძლება".

"ლორენცო სანსი და რამონ კალდერონი იკერის მიმართ მუდამ ძალიან სამართლიანნი იყვნენ, მაგრამ ფლორენტინოს ეს არ ეხება. შესაძლოოა, ის შესანიშნავია ბიზნესმენია, მაგრამ როგორც კლუბის პრეზიდენტი... ის მუდამ იკერის წინააღმდეგ იყო, რადგან ჩემი შვილი არც ისე მაღალია მეკარისთვის. პერესი მუდამ ბუფონის შეძენის იდეით იყო შეპყრობილი. იკერი კი, ამ სიტუაციას დიდებულად უმკლავდებოდა. სხვა ფეხბურთელები გაცილებით დიდ პატივში იყვნენ, ვიდრე ის. უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე აბსოლიტურად ყველა უსამართლო იყო იკერის მიმართ, რადგან თავისი კამპანია კასილასის წინააღმდეგ პერესმა 2010 წელს დაიწყო. ამან მის კარიერაზე მომენტალურად იმოქმედა".

"ჩვენ თავიდანვე არ ვაპირებდით "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას, რომელიც პერესისთვის უბრალოდ შოუ იყო, რათა დაენახებინა ხალხისთვის, თითქოს ის იკერს კარგად ეპყრობოდა. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ არც პრესკონფერენციას დავესწრებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვალთ, თუ იკერი გვთხოვს. ძალიან მშურდა იმისა, თუ როგორ წავიდა პირლო "იუვენტუსიდან" და ვერ ვხვდები, რატომ არ გააკეთა "რეალმა" იგივე ჩემი შვილისთვისაც".
- დაასრულა იკერის მამამ.
fantast-isco 12 ივლისი 2015 10:30

ციტატა: were
მესი თბილისში აღარ ჩამოდის >> top

ra dros messia ra kaci wavida
MArCo ReuS CoMe iN ReAL MaDriD 12 ივლისი 2015 20:25

100 procentiani ikeris mama bozushvili viyo da peresi da mis ojaxs sheveciii me magis dedis muteli ylewovie kaci es fulze daxamebuli yle es . Ki dzmao jiji ert erti sauketesoa magram she yleoo karshi kasilasi gyavs shen dedas shevecii
Andro=madridi 13 ივლისი 2015 01:57

ციტატა: fantast-isco
ციტატა: were
მესი თბილისში აღარ ჩამოდის >> top

ra dros messia ra kaci wavida

აბა ბიჯო აბა

პერესი კასილასის და რამოსის გაშვების წინააღმდეგი არ არის

როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესს სულაც არ აღელვებს გუნდში არსებული სიტუაცია. ის მზადაა კლუბის ორ ლეგენდას – იკერ კასილასსა და სერხიო რამოსს შეელიოს......

ალფრედო რელანიო: "სამკუთხედი: კასილასი – დე ხეა – რამოსი"

გაზეთ AS-ის მთავარი რედაქტორის ალფრედო რელანიოს მოსაზრება......

კასილასი მხოლოდ "რეალზე" ფიქრობს

გოლკიპერი სხვა გუნდში გადაბარგებას არ აპირებს......

ჩავი: "ჩემთვის კასილასის მისამართით სტვენა გაუგებარი და მიუღებელია"

კატალონიის "ბარსელონას" ექს–ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი იკერ კასილასს გამოექომაგა......

კალდერონი: "ბეილი "რეალიდან" იმ შემთხვევაში წავა, თუ თავად მოისურვებს"

მადრიდის "რეალის" ექს–პრეზიდენტი რამონ კალდერონი მიიჩნევს, რომ გარეთ ბეილის შეძენით კლუბს შეცდომა არ დაუშვია......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.