MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კასილასი: "მჯერა, რომ ოდესმე კიდევ შევხვდებით"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 12-07-2015, 11:28
კასილასი: "მჯერა, რომ ოდესმე კიდევ შევხვდებით"

კაპიტნის სრული პრესკონფერენცია...

"პირველ რიგში, მადლობა იმისთვის, რომ ახლა ჩემს გვერდით ხართ, ჩემთვის ასეთ საპასუხისმგებლო დღეს. მე მოვედი ამ ლეგენდარულ სტადიონზე, რათა თითოეულ თქვენგანს დავემშვიდობო, პირველ რიგში კი დავემშვიდობო "რეალს". გუშინდელი დღიდან მოყოლებული მე "თეთრების" ფეხბურთელი აღარ ვარ. "პორტუში" გადასვლა გადავწყვიტე, მადლობა მათ, რათა მიმიღეს. მადლობა მწვრთნელს, რომელმაც დამპატიჟა თავისთან და მე მოხარული ვარ იქ გადასვლით. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იქაური იმედები არავის გავუცრუო.".

"ახლა კი "მადრიდს" მივმართავ. 25 წლის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში დავყავი, დღება ეს რთული დღე, როდესაც მიწევს დამშვიდობება გუნდთან, რომელმაც ყველაფერი მომცა. თითქოს გუშინდელი დღე იყო, როდესაც პირველად შემოვაბიჯე ამ კლუბში, ჯერ კიდევ ბავშვმა. მაშინ პირველად მოვირგე თეთრი მაისური და ყველაფერი ისე იყო, როგორც სიზმარში. ჩემი მადრიდული კარიერის მანძილზე ჩვენ ვიცინოდით, ვტიროდით, ვიგებდით და ვაგებდით. ამ კლუბმა ჩამომაყალიბა როგორც პიროვნება, მაპოვნინა ცხოვრების ღირებულებები, დამანახა, რა არის პატივისცემა, ურთიერთობა და პირველ რიგში შეგუება. თითოეული ფეხბურთელი კარგად მახსოვს, ვისთანაც მითამაშია. ყოველი მათგანი ჩემი ოჯახის წევრი იყო, აქ უამრავ მეგობარს ვტოვებ. ასევე მახსოვს ყველა მწვრთნელი, რომელთანაც მიმუშავია. ყველა მიყვარს. მადლობა ანჩელოტის უკანასკნელი შანსისთვის. თითოეულმა მწვრთნელმა გადმომცა შეგნება, სიდინჯე, გამოცდილება და პროფესიონალიზმი. დღიდან დღემდე ჩვენ მადრიდის "რეალის" წევრები ვიყავით და ყველა პრობლემას ერთად ვაგვარებდით. აქ უამრავ ბედნიერ მოგონებას ვტოვებ".

"მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, პირველ რიგში კი მეუღლეს და შვილს. ისინი ძალიან მეხმარებოდნენ".

"უკანასკნელი სიტყვები კი მსურს გულშემატკივრებს მივუძღვნა. მადლობა უდიდესი მხარდაჭერისთვის და უფლებისთვის, რომ თქვენი კაპიტანი ვყოფილიყავი. თქვენ მეხმარებოდით ხელების აწევაში ყოველთვის, როდესაც მჭირდებოდა. არ ვიცი, კარგი მეკარე ვიყავი თუ ცუდი. უფრო მეტად მსურს, რომ კარგ ადამიანად დაგამახსოვრდეთ. მადლობა, ათასჯერ მადლობა!. სადაც არ ვითამაშებ, მუდამ ვიყვირებ "Hala Madrid!". მჯერა, რომ ოდესმე კიდე შეგხვდებით".
MaDRiD 12 ივლისი 2015 11:38

შეხვედრამდე კაპიტანო love მადლობა შენ,რომ იყავი ჩვენი სიმბოლო და მუდამ დარჩები ჩვენს თეთრ ლეგენდად, მაგრამ ახლა მართლა არ ვიცი როგორ უნდა ვუყურო რეალს შენს გარეშე.
zura7 12 ივლისი 2015 12:08

ციტატა: MaDRiD
შეხვედრამდე კაპიტანო love მადლობა შენ,რომ იყავი ჩვენი სიმბოლო და მუდამ დარჩები ჩვენს თეთრ ლეგენდად, მაგრამ ახლა მართლა არ ვიცი როგორ უნდა ვუყურო რეალს შენს გარეშე.

me too
M5..... 12 ივლისი 2015 12:21

ragac pontshi unda rcxvenodes im fanebs vinc kritikul periodshi ustvenda am kacs da ar afasebda amis warsuls.
jinjo 12 ივლისი 2015 14:14

eh mshvidobit iker
imedia male dabrundebi realshi ukve sxva rangshi
gveyvarebi mudam
★ ♚ Adviser ♚ ★ 12 ივლისი 2015 14:44

არ ვიცი, კარგი მეკარე ვიყავი თუ ცუდი. უფრო მეტად მსურს, რომ კარგ ადამიანად დაგამახსოვრდეთ. მადლობა, ათასჯერ მადლობა!. სადაც არ ვითამაშებ, მუდამ ვიყვირებ "Hala Madrid!". - Respect!

ამას რომელი შენი მატრაკვეცა ფეხბურთელი იტყოდა პერესს?
Baghi 12 ივლისი 2015 15:58

მჯერა მალე დაუბრუნდები რეალს
იკერი:
---

იკერი: "25 წლის შემდეგ ეს ურთულესი დღეც დადგა"

მადრიდის "რეალის" ლეგენდამ გამოსამშვიდობებელ პრეზენტაციაზე ცრემლები ვერ შეიკავა......

"შენ უკვე "რეალში" ხარ და ვიცოდი, რომ ამაზე ოცნებობდი"

"სანტიაგო ბერნაბეუზე" დანილოს პრეზენტაცია გაიმართა......

დერიკის გამოსათხოვარი წერილი

დერიკ ოსედე მადრიდის "რეალს" დაემშვიდობა......

მორატა: ""იუვეში" ბედნიერი ვარ და წასვლა არ მსურს"

კანტერანოს დაბრუნების შანსები უფრო და უფრო მცირდება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.