მესუთ იოზილი:"რეალში" მოურინიოს გამო გადავბარგდი"

მესუთ იოზილი:"რეალში" მოურინიოს გამო გადავბარგდი"

მესუთ იოზილს საქმეებიი მადრიდში იდეალურად აქვს. მან ჩინებულად გაიარა ადაპტაცია ქალაქთან და გუნდთან. გერმანელმა ნახევარმცველმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს.

"სწრაფად გავიარე ადაპტაცია. პირველ კვირეებში საყრდენი ჩემთვის ოჯახი იყო. გუნდი და მოურინიო მეხმარებიან საკუთარი თავის პოვნაში. თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში".

მესუთი მოხარულია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს, მაგრამ მას აქვს მიზნები: "არ მომიგია "რეალთან" ერთად არცერთი ტიტული. ჩემი მიზანია – ვიყო მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო. სწორედ ამიტომ გადმოვბარგდი "რეალში". მოურინიოს ხელმძღვანელობით მსურს პროგრესირება".

"მოურინიოს დიდ პატივს ვცემ და არამარტო მოგებული ტიტულების გამო. როცა ჯერ კიდევ "ვერდერის" ფეხბურთელი ვიყავი, ჩვენს შორის მოლაპარაკება შედგა. ტელეფონით საუბარი ნახევარ საათს გაიმართა. მან დამარწმუნა და ამიტომაც ვარ აქ".

"გახარებული ვარ, როცა ფეხბურთს ვთამაშობ. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მიზნების განხორციელება გვსურს, მაგრამ ეს მაშინ განხორციელდება, თუ ერთიანი გუნდი ვიქნებით".

ასევე იოზილი აცხადებს, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი – ზინედინ ზიდანია. "ის მუდამ მაოცებდა. მისი თამაში ეფექტური, სწრაფი, გაუთვლელი, მეტოქისთვის გაუგებარი იყო... ჩემთვის ის სრულყოფილი მოთამაშე იყო".

"გერმანიის მოქალაქეობა იმიტომ მივიღე, რომ ასე მსურდა. გერმანიის სასარგებლოდ იმიტომ გავაკეთე არჩევანი, რომ ბავშვობიდან მსურდა მათ ნაკრებში თამაში. იქ ბევრი მეგობარი მყავს და თავსაც შესანიშნავად ვგრძნობ".

"მინდა დადგეს დღე, როცა გერმანიაში თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც ერთ ოჯახად. ყველანი ერთად ვცხოვრობთ. მრავალ თურქს გერმანული პასპორტი აქვს".


ინფორმაციის წყარო: Elmundo.es
ავტორი - Faqo Oo

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: madridista girl, თარიღი: 31-12-2010 19:05, კომენტარი: 3949, სიახლე: 3  
Friend
ნეტა რა მოხდება კაკა რო მოვაი


--------------------

ავტორი: zuknarto, თარიღი: 31-12-2010 19:14, კომენტარი: 735, სიახლე: 56  
Author
roniiiii,
ამბობენ კაკა წავაო
თუ არ წავიდა დი მარიას და იოზილს სერიოზული მუშაობა მოუწევთ ძირითადისთვის
არსებობს კიდ ეერთი ვერსია რო მოურინიო კაკას ფორვარდათ გამოიყენებსო, მარა ყველაზე რეალურია თუ კაკამ ოპტიმალური ფორმა მალე დაიბრუნა ეგ დადგება რონის ადგილას და თვითონ რონი გადავა ფორვარდის პოზიციაზე


--------------------

ავტორი: RC3, თარიღი: 31-12-2010 19:19, კომენტარი: 719, სიახლე: 218  
Administrator
zuknarto,
ხოდა იგუაინი და ბენზემა ზამენაზე დაჯდებიან ხოი lol


--------------------

ავტორი: LuckY Madridista, თარიღი: 31-12-2010 19:44, კომენტარი: 3376, სიახლე: 297  
Author
zuknarto,
რაღაც არმგონია მასე რო მოხდეს.


--------------------

ავტორი: halamadrid, თარიღი: 31-12-2010 21:13, კომენტარი: 4976, სიახლე: 0  
Friend
კაკა რომ წავიდეს არ მინდა კაკა დზან მაგარი ყუმარობს მტავარა ფორმაsh? chadges da mere magan ici rac unda gaketos ! I heart KAKA !


--------------------

ავტორი: pipita, თარიღი: 31-12-2010 21:25, კომენტარი: 311, სიახლე: 0  
User
ოზილი და კაკასერთად მოუწევთ ბევრ თამასში ერთად მოედანზე ყოფნა და ჩემი აზრით გაამართლებს კიდეც

ავტორი: Ricardo Kaka, თარიღი: 31-12-2010 23:20, კომენტარი: 29, სიახლე: 0  
User
კაკამ და ამან ერტად უნდა ითამაშონ RealMadrid1


--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი