MADRIDISTA.GE

Real Madrid News

როდრიგომ განაცხადა, რომ "რეალს" იანვარში არ შეუერთდება

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 6-12-2018, 20:59
როდრიგომ განაცხადა, რომ "რეალს" იანვარში არ შეუერთდება

მადრიდის "რეალის" ახალწვეული "სანტოსში" სეზონის ბოლომდე იასპარეზებს...

"სამეფო კლუბმა" 17 წლის როდრიგო გოეში განვლილ ზაფხულს "სანტოსიდან" 45 მლნ. ევროს სანაცვლოდ შეიძინა. თუმცა, ბრაზილიელი ტალანტი თავის ამჟამინდელ კლუბში ასპარეზობას აგრძელებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ როდრიგო "რეალს" იანვარში შეუერთდებოდა, მაგრამ თავად ფეხბურთელის განცხადებით ეს არ მოხდება:

"არამგონია "რეალში" ნაადრევად გადავბარგდე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ივლისში მოხდება. სწორედ ასეთი შეთანხმებაა "სანტოსსა" და "რეალს" შორის".

"ახლა "სანტოსზე" ვარ კონცენტრირებული. სანამ აქ ვარ, მხოლოდ ამ კლუბზე ვიფიქრებ. ამ ეტაპზე წარმატების მიღწევა აქ მსურს"
- განაცხადა როდრიგომ.

17 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ბრაზილიის ჩემპიონატში ჩატარებულ 35 მატჩში თავი 8 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გაბიგოლი: "როდრიგო "რეალის" წყალობით ბედნიერია"

"სანტოსის" ფორვარდმა გაბიგოლმა 17 წლის თანაგუნდელ როდრიგოზე ისაუბრა, რომელიც "რეალმა" განვლილ ზაფხულს შეიძინა......

როდრიგო: "თუ შემოთავაზებას "რეალისგან" და სხვა კლუბისგან მიიღებ, აუცილებლად "რეალი" უნდა აირჩიო"

მადრიდის "რეალმა" 2018 წლის 15 ივნისს ბრაზილიური "სანტოსისგან" 17 წლის როდრიგო გოესი შეიძინა. თუმცა, იმის გამო, რომ ფეხბურთელი ჯერ არასრულწლოვანია, მადრიდელებმა ის დროებით "სანტოსში" დატოვეს, რათა პროგრესირება გააგრძელოს......

ოფიციალური განცხადება

მადრიდის "რეალის" ოფიციალური განცხადება......

"რეალმა" მორიგი ბრაზილიელი ტალანტი შეიძინა... 45 მლნ. ევროდ

ბრაზილიური "სანტოსი" მადრიდის "რეალის" წინადადებას დათანხმდა და როდრიგო 45 მლნ. ევროს სანაცვლოდ გაყიდა......

"რეალმა" 18 წლის ბრაზილიელი შეიძინა

მადრიდის "რეალმა" ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის "ნოვორიზონტინოს" 18 წლის ვინგერი როდრიგო როდრიგესი შეიძინა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

12.12.2018 21:55


0 - 1

09.12.2018 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.