MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სოლარი: "ისკოთი ძალიან კმაყოფილი ვარ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, სამეფო თასი თარიღი: 8-12-2018, 01:10
სოლარი: "ისკოთი ძალიან კმაყოფილი ვარ"

სანტიაგო სოლარიმ სამეფო თასის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში "მელილასთან" (6:1) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

მატჩი

"კარვახალი მარცხნივ თამაშობდა, რადგან ეს მისთვის პირველი არ იყო. ერთი უნდა ამერჩია და დანი ავირჩიე, რადგან მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე ოდრიოზოლას. ვალიეხომაც კარგი მატჩი ჩაატარა".

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი

"ამაზე ფიქრის დრო არ არის. გარდა ამისა, ჯერ არ ვიცით, ვინ ითამაშებს ტურნირზე. ყურადღების ცენტრში მოახლოვებული მატჩები გვაქვს, რადგან მუნდიალამდე შორია. ჯერ კიდევ "უესკას", "ცსკა"-ს და "რაიოს" უნდა ვეთამაშოთ... მუნდიალზე ფიქრის დრო კიდევ გვექნება, რომელიც როგორც ტურნირი, ძალიან მომწონს".

ფეხბურთელთა განწყობა

"მატჩები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, თუ როგორ განწყობაზე და ფორმაში არიან ფეხბურთელები. კარგად გამოვიყურებოდით და კარგად ვუტევდით. "მელილა" არცთუ ისე ცუდი გუნდია. ისინი სეგუნდა B-ს ლიდერები არიან. ფიდალგოს და ფრან გარსიას დებიუტები მომეწონა. ასევე, გამოვყოფდი ხავი სანჩესის გოლს".

ისკო

"ისკოთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ვწუხვარ, რომ მან პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხა. ის ამასთან ახლოს იყო და ეს ბრწყინვალე გოლი იქნებოდა. ასევე, ასენსიოს დუბლით და ვინისიუსის გოლით გახარებული ვარ".

ტრანსფერები

"ამის თაობაზე თქვენთან საუბარი არ მსურს".

სოლარი: "რეალი" მუდამ კრიზისშია. მაშინაც კი, როცა ჩემპიონთა ლიგას ვიგებთ"

სანტიაგო სოლარიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "პლზენთან" (0:5) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ასენსიო კარგი იყო, მაგრამ უკეთესად თამაშიც შეუძლია"

ზინედინ ზიდანმა სამეფო თასის მეოთხედფინალში "ლეგანესთან" (0:1) ჩატარებულ პირველ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ჯერ არაფერია გადაწყვეტილი"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში "ბაიერნთან" (1:2) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ეს ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" (2:2) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "თამაშით კმაყოფილი ვარ"

ზინედინ ზიდანმა "ჩელსისთან" შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

12.12.2018 21:55


0 - 1

09.12.2018 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.