MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სოლარი: "ლა ლიგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 8-12-2018, 23:35
სოლარი: "ლა ლიგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ"

სანტიაგო სოლარიმ ლა ლიგის მე-15 ტურში "უესკასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

მეტოქე

"ეჭვიც არ მეპარება, რომ მატჩის პირველივე წუთებიდან დიდი ძალისხმევის გაღება მოგვიწევს. დაცვაში ინტენსიურად და საიმედოდ უნდა ვიმოქმედოთ, შეტევაში კი აგრესიულები ვიყოთ. არამგონია გუნდს დამატებითი მოტივაცია სჭირდებოდეს. ლა ლიგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ".

მარკოს ლიორენტე

"მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანად დარჩე იმ ფონზე, როცა მცირე სათამაშო პრაქტიკა გეძლევა. ეს მომენტი იყო მარკოს ლიორენტეს შემთხვევაში, როცა პირველი გუნდი ჩავიბარე. მან ეს თვისება შეინარჩუნა, რის გამოც თამაშში ასე იოლად ჩაერთო. ეს მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. უნდა იმუშავო, ივარჯიშო და ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღო, მაშინაც კი, როცა მცირე სათამაშო დრო გეძლევა".

ლიბერტადორესის თასის ფინალი

"ამ მატჩის მადრიდში ჩატარება დიდი პატივია. თუმცა, კარგი იქნებოდა მატჩის გადმოტანის მიზეზები არ ყოფილიყო. ვიმედოვნებ, ტურნირი ღირსეულად დასრულდება და ცუდი არაფერი მოხდება".

ტონი კროოსი

"ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ექიმებზეა".

კეილორ ნავასი

"თითოეულ ფეხბურთელს თავისი გრძნობები გააჩნია, რასაც კომენტარს ვერ გავუკეთებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "რეალზე" უკეთესი ადგილი არ არსებობს".

გარეტ ბეილი

"მან დისკომფორტის გამო ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. მიზეზი ტრავმა არ ყოფილა. გარეტს ინგლისურად ვუთხარი, რომ მისი გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. მას ვერაფერში დავადანაშაულებ. გარდა ამისა, მან "რომას" კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა".

სოლარი: "ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს"

სანტიაგო სოლარიმ ლა ლიგის მე-11 ტურში "ვალიადოლიდთან" (2:0) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "მთავარი არა ტაქტიკა, არამედ მატჩისადმი მიდგომაა"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლისთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ რაღაც ხდება"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მეშვიდე ტურში "ეიბართან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლიდერს ერთი ქულით ჩამოვრჩებით და ეს არის მთავარი"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 33-ე ტურში "ხეტაფესთან" (1:5) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "კოვაჩიჩი მატჩს სასტარტოში დაიწყებს"

ზინედინ ზიდანი ლა ლიგის 24-ე ტურში ბილბაოს "ატლეტიკთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

12.12.2018 21:55


0 - 1

09.12.2018 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.