MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სოლარი: "ვილიარეალთან" მატჩს დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 3-01-2019, 02:18
სოლარი: "ვილიარეალთან" მატჩს დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით"

სანტიაგო სოლარიმ "ვილიარეალთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა...

განწყობა

"გამარჯვებაზე ორიენტირებულები ვართ. ფეხბურთელები მოახლოვებულ შეხვედრას დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან".

მატჩი

"ჩვენი სურვილია მაღალი დონის შეხვედრა ჩავატაროთ და სტატისტიკა გავაუმჯობესოთ. ვეცდებით რაც შეიძლება კარგად ვიასპარეზოთ".

კონკურენცია

"ფეხბურთში ყოველ კვირაში ახალი გამოცდა გელოდება. იმას, ვინც შეჯიბრისთვის მზადაა და იბრძვის, სირთულეების არ ეშინია".

ისკო

"ყველა ფეხბურთელი საქმისადმი ერთგულებით უნდა გამოირჩეოდეს და თავს გუნდის ნაწილად გრძნობდეს. ისკო შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც მომავალშიც ბევრჯერ გაგვახარებს".

მეტოქე

"ვილიარეალი" კარგად შეკრული გუნდია, რომლის წინააღმდეგაც ენერგიულები უნდა ვიყოთ და შეტევაში აგრესიულად ვიასპარეზოთ. ამ გუნდში მწვრთნელი შეიცვალა, რასაც თამაშის სტილის და ტაქტიკის ცვლილება მოჰყვება".

ზამთრის სატრანსფერო პერიოდი

"ვარაუდების გამოთქმა არ მსურს. ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ისინი გუნდის ნაწილს წარმოადგენენ".

მომავალი

"ყოველდღიური მუშაობა მაბედნიერებს. ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ ამას ვუთმობ".

ლოპეტეგი: "ვიმედოვნებ, "კლასიკოს" შემდეგაც ვისუნთქებ. არამგონია მოვკვდე"

იულენ ლოპეტეგიმ ლა ლიგის მე-10 ტურში "ბარსელონასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "უკვე გადავწყვიტე, თუ ვინ შეცვლის ბეილს"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა......

მორიენტესი: "ისკო ყველაფერს მოედანზე ამბობს და არა პრესასთან. ეს მომწონს"

მადრიდის "რეალის" ექს-ფორვარდმა, ფერნანდო მორიენტესმა, ისკო ალარკონი საქმისადმი ერთგულებაში შეაქო, მიუხედავად იმისა, რომ მცირე სათამაშო დრო აქვს......

ნავასი: "ვიცით, რა არის საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად"

კეილორ ნავასმა დონეცკის "შახტართან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა......

დანი კარვახალი: "ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია"

ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის "შახტართან" გასამართი პირველი მატჩის წინ, დანი კარვახალმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.