MADRIDISTA.GE

Real Madrid News

12 წელი მარსელოს დებიუტიდან

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 7-01-2019, 20:27
12 წელი მარსელოს დებიუტიდან

"18 წლის ასაკში შენი ოცნების კლუბში დებიუტი ენით აღუწერელია" - ეს სიტყვები მარსელომ ბევრჯერ თქვა. დღეს მისი დებიუტიდან 12 წელი გავიდა...

ბრაზილიელმა "რეალის" მაისურით პირველი მატჩი 2007 წლის 7 იანვარს "რიასორზე" "დეპორტივოს" წინააღმდეგ ჩაატარა. მან 58-ე წუთზე მიჩელ სალგადო შეცვალა. მას შემდეგ კლუბში მარსელოს როლი უფრო და უფრო იზრდებოდა, სანამ ის ვიცე-კაპიტანი და ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი ფიგურა არ გახდა.

მარსელომ ამ 12 წელიწადში "რეალის" მაისურით 470 მატჩი ჩაატარა და 20 ტიტული მოიგო: 4 ჩემპიონთა ლიგა, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3 ევროპის სუპერთასი, 4 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.

განსაკუთრებული დღე
ეს ის მომენტია, რომელსაც ბრაზილიელი არასოდეს დაივიწყებს და მან ეს საკლუბო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუშიც აღნიშნა: "ძალიან ვნერვიულობდი და თამაში მსურდა. როცა აქ გადმოვბარგდი, გუნდში ბევრი ვარსკვლავი თამაშობდა. ეს დღე განსაკუთრებული იყო. ამ თამაშს ხშირად ვიხსენებ, რადგან ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ჩემი პირველი თამაში იყო".

მარსელოს 29 წელი შეუსრულდა

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი მარსელო თავის 29-ე იუბილეს აღნიშნავს......

მარსელო იუბილარია

ბრაზილიელმა "სამეფო კლუბის" რიგებში 359 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა......

მარსელომ "რეალის" მაისურით 350-ე მატჩი ჩაატარა

ბრაზილიელისთვის "სევილიასთან" (4:0) მატჩი მადრიდის "რეალის" რიგებში 350-ე გამოდგა......

მარსელო იუბილარია

ბრაზილიელ მცველს 27 წელი შეუსრულდა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.