MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ვისენტე დელ ბოსკეს ღია წერილი იკერ კასილასს

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი თარიღი: 12-07-2015, 21:42
ვისენტე დელ ბოსკეს ღია წერილი იკერ კასილასს

იკერ კასილასის "პორტუში" გადასვლის გაოფიციალურების შემდეგ, მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ლეგენდარულ კიპერს ღია წერილი დაუწერა, რომელიც Marca-მ გამოააშკარავა...

"იკერ კასილასი მადრიდის "რეალიდან" წავიდა. იმათთვის, ვინც მას იცნობს, დადგა დრო უკან გაიხედოს და გაიხსენოს ის წლები, რაც გავიდა, როდესაც ის, 12 წლის ასაკში "რეალის" სპორტულ სკოლაში მოვიდა".

"იკერი არის და ყოველთვის იქნება "რეალის" ცოცხალი ისტორიის ნაწილი - კლუბის, რომელიც მოწმე იყო ამ ბავშვის მოსვლის და რომლიდანაც ის ყველა ასაკობრივი კატეგორიის გუნდის გამოვლის შემდეგ, მიდის".
"კარგად მახსოვს, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა იკერმა მოლოვნიზე, მალბოზე, მასკიტოზე ან მესკიზე, როგორ ეფერებოდნენ მას ფეხბურთელები: "რეალის" ინტერესთა სამიი დამცველი ახლა შენით იამაყებენ, იკერ, სადაც არ უნდა იყვნენ. მათი სამსახური დაფასდა და კომპენსირდა შენივე თამაშით პირველი გუნდის მაისურში. კასილასის გუნდში ყოფნამ "მადრიდს" მეკარის პოზიციის აბსოლიტური გარანტია მისცა და უამრავი ფული დააზოგინა, იკერთან ერთად, მეკარის პრობლემა წლების მანძილზე არ დამდგარა. ეს ფეხბურთელი მისაბაძი მაგალითია, მასზე მისივე ტიტულები საუბრობს, როგორც ნაკრებში, ისევე კლუბში. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთის გამო ცხოვრობს - იკერს მუდამ სურს თამაში: მისთვის ნებისმიერი მატჩი, როგორი ადვილიც არ უნდა იყოს ის, ახალი გამოწვევაა, რომლის მიღებაც მას მუდამ სურს".

"ჩატარებული მატჩების რაოდენობა ნათლად აჩენს, რომ ის თითქმის ყოველთვის კარში იდგა - სწორედ ამიტომ, შესაძლოა, მას მეხსიერება ღალატობს და ის ადვილად ვერ იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ის სათადარიგოთა სკამზე პირველად აღმოჩნდა. და ის, რომ ამის შემდეგ ის ლეგენდად იქცა, ჩრდილში გვაქცევს ბევრ ჩვენთაგანს, რომლებიც იმ პერიოდში მასთან ერთად გასახდელს ვიყოფდით".

"ვიცი, რომ როდესაც ის ამ სიტყვებს წაიკითხავს, გაიღიმებს, შემდეგ კი ცოტა გაბრაზდება, რადგან რამდენჯერაც არ უნდა გვეცადა ჩვენ მისი გადარწმუნება ამა თუ იმ სიტუაციაში, ის მაინც თვლის, რომ მართალია და ამას ვერაფერს მოუხერხებ".
"ისტორია იწყება 2001/02 წლების სეზონში, როდესაც მე გუნდის მწვრთნელი ვიყავი, ფერნანდო იერო და რაული კი ამ გუნდის კაპიტნები იყვნენ: უკვე მაშინ, იკერი პრაქტიკულად სასტარტო შემადგენლობით უკონკურენტო წევრი იყო. თებერვლის ბოლოს სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვეტილება მივიღეთ, იკერი სათადარიგოთა სკამზე უნდა დარჩენილიყო, პირველ მეკარედ კი სესარ სანჩესი გახდებოდა, რომელიც აქამდე მხოლოდ სამეფო თასზე თამაშით იფარგლებოდა. შესაძლოა, ჩვენ იმ დროს ვცდებოდით, მაგრამ მართლა გვეგონა, რომ გუნდისთვის ასე იყო უკეთესი, ეს სუფთა სპორტული გადაწყვეტილება იყო. და სწორედ მაშინ იკერმა ისტორიის შეცვლა გადაწყვიტა."

"იკერი დღემდე თვლის, რომ სათადარიგოთა სკამზე რომელიღაც თანაგუნდელის თხოვნით დარჩა. რაც სინამდვილეში სიცრუეა, რადგან არც ფერნანდოს და არც რაულს თავშიც კი არ მოსვლიათ იკერის სკამზე დატოვების თხოვნით მომართვა, თანაც, ასე რომც ყოფილიყო, ამ წინადადებას მაინც არ დავთანხმდებოდით. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ჩვენი ოფისში ხშირად ისმოდა საუბრები და ხუმრობითი დაყვედრებები ფერნანდო იეროს მიმართ, რომელიც იმ დროისთვის ნაკრების სპორტული დირექტორი იყო. ისე კი, მართალიცაა, იკერი გარკვეულ საკითხებში ზოგადად მომაბეზრებელია".

"თუ ადრე ხშირად ვახსენებდით იკერის სურვილს ყველა შესაძლო შეხვედრაში ეთამაშა, ახლა მსურს დავამატო, რომ შევამჩნიე მასში ისეთი რაღაც, რამაც ძალიან გამაკვირვა - ვფიქრობ, ეს დაბრძენევის შედეგია, რადგან ასეთი რამ მხოლოდ ასაკთან და დროსთან ერთად მოდის.ლა ლიგის დასრულების შემდეგ უკანასკნელი შეკრება გვქონდა, რომლის დროსაც არაერთი ინფორმაცია იწერებოდა ამა თუ იმ ტრანსფერის შემდეგ. მე და იკერი ერთმანეთს აეროპორტში დავემშვიდობეთ და ერთმანეთს დიდებული ზაფხული ვუსურვეთ. მან მითხრა:" მისტერ, განურჩევლად იმისა, თუ რა მოხდება, თქვენ იცით, რომ მე ნებისმიერ დროს მზად ვარ მესამე მეკარეც კი ვიყო".

"პირად საკითხებში იკერი ყოველთვის მორიდებული იყო - სიტყვაზე, ეს არის ერთ-ერთი ის გამორჩეული თვისება, რომლის გამოც ხალხი მას ასე აფასებს და დღემდე ადიდებს, თუმცა, პროფესიონალური თვალსაზრისით მის ამბიციებს საზღვარი არ აქვს. სწორედ ამიტომ, იკერისაგან ასეთი სიტყვების მოსმენა მისივე გაზრდის და დაჭკვიანების დემონსტრაციად მომეჩვენა. ვფიქრობ, ამ ჟესტის შემდეგ იკერი კიდევ ერთხელ ხდება ლეგენდარული: არც ისე ადვილია, როდესაც შენ პირველი ნომერი ხარ, დაფიქრდე იმაზე, რომ სულ მალე შესაძლოა შენი ეპატი დასრულდეს. ასეთი სიტყვები ნამდვილად უნდა დაფასდეს".

"მე კი მეჩვენება, რომ ამ სიტყების დაფასება საკმარისი არ არის - ვფიქრობ, ჩვენ, ნაკრებში ვალდებულნი ვართ ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელებს. არა, არ ვამბობ იმას, რომ სხვები ამას არ იმსახურებენ, მაგრამ ვთვლი და ამის შესახებ უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ ის, ვინც ფეხბურთის ნაწილია მუდამ უნდა გაუფრთხილდეს ფეხბურთსა და საკუთარ გმირებს. განსაკუთრებით კი ისეთ გმირებს, როგორებიც არიან იკერი, ხავი, პუიოლი, რამოსი, ინიესტა, ტორესი, ბუსკეტსი, ალონსო, ვილია, სილვა, პიკე და სხვანი, რომლებმაც ჩვენი სპორტის ისტორიაში საუკეთესო მომენტი ჩვენთან ერთად გაიზიარეს."

"ახლა კი ახალი ეტაპის და ახალი შესაძლებლობების გამოყენების დრო დადგა, რათა გამოვლინდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი და ჩვენი ნდობის დამსახურება, იმისთვის, რომ ნაკრებშიც მომავალშიც ითამაშო".
MaDRiD 13 ივლისი 2015 12:26

შენი წასვლაც რა დიდი შეცდომა იყო ულვაშა. ახლა ყ ელაზე კარგად გესმის ალბათ თუ რას განიცდის იკერი
იკერი:
---

იკერი: "25 წლის შემდეგ ეს ურთულესი დღეც დადგა"

მადრიდის "რეალის" ლეგენდამ გამოსამშვიდობებელ პრეზენტაციაზე ცრემლები ვერ შეიკავა......

იკერის დედა: "ჩემმა შვილმა "ბარსელონას" დონის გუნდში გადასვლა დაიმსახურა"

"ელ კაპიტანოს" მშობლების სენსაციური ინტერვიუ კატალონიურ გამოცემასთან......

იკერი ანჩელოტიზე: "ვფიქრობ, ხელმძღვანელობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო"

იკერ კასილასმა კარლო ანჩელოტის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებას კომენტარი გაუკეთა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.