MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"ინტერს" მოდრიჩი და კროოსი სურს, პერესი იკარდის უმიზნებს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 9-01-2019, 02:39
"ინტერს" მოდრიჩი და კროოსი სურს, პერესი იკარდის უმიზნებს

მილანის "ინტერი" ლუკა მოდრიჩის და ტონი კროოსის შეძენას უმიზნებს, ხოლო მადრიდის "რეალს" მილანელთა არგენტინელი ფორვარდის მაურო იკარდის დამატება სურს...

Corriere dello Sport-ის, Gazzetta dello Sport-ის და FCInterNews-ის ინფორმაციით, მოდრიჩს "ინტერში" გადაბარგების იმედი კვლავ არ დაუკარგავს. გასულ ზაფხულს ის თავის მიზანთან ახლოს იყო, მაგრამ "რეალმა" მისი გაშვება არ მოისურვა.

2018 წლის მონაცემებით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება. ამასთან ერთად, ლუკამ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე "რეალის" ბოლო წინადადება კვლავ უარით გაისტუმრა. ის მზადაა ხელფასის შემცირებას დათანხმდეს და "ინტერში" გადაბარგდეს.

ის ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, ვისაც "ინტერი" უმიზნებს. მილანელებს ზაფხულში "რეალიდან" ტონი კროოსის გადაბირებაც სურთ.

თავის მხრივ, მადრიდელთა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მაურო იკარდის ტრანსფერის განხორციელება სურს, რომელსაც დიდი ხანია აკვირდება.

იკარდი "ნერიაძურისთან" ახალ კონტრაქტს არ აფორმებს. მისი გამოსასყიდი თანხა კი 110 მლნ. ევროა.

"ინტერი" "რეალს" უფრთხის

მილანის "ინტერი" მაურო იკარდისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს......

მოდრიჩს "რეალიდან" წასვლა სურს

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი უახლოეს მომავალში ფლორენტინო პერესს შეხვდება......

იკარდი "რეალში", იგუაინი "ინტერში"

მაურო იკარდის მომავალი კვლავ მადრიდის "რეალს" უკავშირდება. იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერი" "სამეფო კლუბისგან" არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე წინადადებას ელოდება. ამავდროულად, მილანელთა...

Corriere Dello Sport: "რეალი" იკარდის თაობაზე წინადადებას ამზადებს

იტალიური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება......

"ინტერი" იკარდის გაყიდვის შემთხვევაში ბენზემას შეძენას შეეცდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ქარიმ ბენზემა მილანის "ინტერის" ინტერესთა სფეროში მოექცა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.