MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კასილასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მაინც ჩატარდება

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 12-07-2015, 23:05
კასილასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მაინც ჩატარდება

უახლესი ინფორმაცია...

იკერ კასილასის მადრიდის "რეალთან" გამოსამშვიდობებელი ცერემონია მაინც ჩატარდება. ლეგენდარული გოლკიპერისა და კაპიტნის ცივი პრესკონფერენციის შემდეგ, კლუბმა ცერემონიისთვის "სანტიაგო ბერნაბეუს" მომზადება დაიწყო. რადიოსადგურ Cadena Ser–ის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ ფლორენტინო პერესი იკერს ტელეფონით დაუკავშირდა და ცერემონიაზე მისვლა სთხოვა. კასილასი დათანხმდა.

პრესის ინფორმაციით, ცერემონია დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ეს "რეალთან" კასილასის საბოლოო დამშვიდობება იქნება, რის შემდეგაც ის "პორტუს" შეუერთდება, რომელიც მოსამზადებელ ეტაპს ჰოლანდიაში გადის.

დიდი ალბათობით, ღონისძიების პირდაპირ ეთერში ხილვას კლუბის ოფიციალურ საიტზე შეძლებთ. ამ დროისათვის ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით.

P.S.

Marca აღნიშნავს, რომ ცერემონია "ბერნაბეუს" VIP-ლოჟაში ჩატარდება. ამიტომ, სავსე ტრიბუნებს არ უნდა ველოდოთ.
faskunji 13 ივლისი 2015 04:12

MAGARI SIRCXVILI CHAMA GUNDMKIDEV ERTXEL, KIDEV ERT LEGENDAS AGDEBEN:(
SIRCXVILIA((
james jaba 13 ივლისი 2015 05:48

შენ ლეგენდახარ მშვიდობით იკეეეეეეეეეერრრრრრრრრრრრრრ halaa maadrid wink
kroos8 13 ივლისი 2015 06:34

ღირსეული გაცილება მაინც მოუწყონ რა უბედურენაა crying
madridista-5 13 ივლისი 2015 07:48

sircxvuilia meti araferi raaa asxet legendas ro ase ushcveben /((((((
zura7 13 ივლისი 2015 10:04

Arada gaivseboda santiagooo!!!

კასილასი პრესკონფერენციას გამართავს

ლეგენდარული კიპერი განცხადებას გააკეთებს......

დანილოს პრეზენტაცია და იკერთან დამშვიდობება. "ბერნაბეუზე" ყველაფერი მზადაა

დანილოს პრეზენტაციისთვის "სანტიაგო ბერნაბეუს" მთელი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მას იკერ კასილასთან დასამშვიდობებლადაც გამოიყენებენ......

"პორტუს" ხელმძღვანელობა და ქომაგები კასილასის შეძენას ეწინააღმდეგებიან

"პორტუს" ხელმძღვანელობა და ქომაგთა დიდი ნაწილი იკერ კასილასის ტრანსფერს ეწინააღმდეგება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.