MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რომელია თქვენთვის სასურველი მწვრთნელი?

ანტონიო კონტე
მაურისიო პოჩეტინო
მასიმილიანო ალეგრი
ჟოზე მოურინიო
იურგენ კლოპი

ფლორენტინო მწვრთნელის ძიებას შეუდგა. სია საკმაოდ გრძელია

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 10-01-2019, 02:16
ფლორენტინო მწვრთნელის ძიებას შეუდგა. სია საკმაოდ გრძელია

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელობა საოცნებო, მაგრამ ურთულესი რამ არის. ახლა, როცა "სამეფო კლუბს" რთული პერიოდი აქვს, კლუბის ხელმღძვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევის საკითხს დეტალურად სწავლობს...

ნათელია, რომ სანტიაგო სოლარიმ ვერ გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით გუნდის შედეგები არადამაკმაყოფილებელია. არგენტინელმა ფლორენტინო პერესის იმედები ვერ გაამართლა და ამ უკანასკნელმაც ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო.

იულენ ლოპეტეგის გათავისუფლების შემდეგ, პერესმა მთავარ მწვრთნელად სოლარი დანიშნა და მას კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ბევრს ეგონა, რომ ის "ახალი ზიდანი" აღმოჩნდებოდა. თუმცა, მისი შედეგები საპირისპიროს ამტკიცებს.

ასე რომ, ფლორენტინომ სასურველ მწვრთნელთა სიას გადახედა და ივნისში ეცდება გუნდი ისეთ სპეციალისტს ჩააბაროს, რომელიც ახალ ეპოქას დაიწყებს და "რეალს" ძველ დიდებას დაუბრუნებს. გთავაზობთ ამ მწვრთნელთა ჩამონათვალს:

მასიმილიანო ალეგრი

"იუვენტუსის" ამჟამინდელი თავკაცი "რეალში" გადაბარგების მთავარი კანდიდატია" - ამის შესახებ განცხადება ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ პროგრამა "El Chiringuito"-ში განაცხადა. თუ სოლარის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ფლორენტინოს ფავორიტი სწორედ ალეგრია. თუმცა, როგორც ჩანს, იტალიელს "იუვეს" დატოვება არ სურს, სანამ მას ჩემპიონთა ლიგას არ მოაგებინებს.

მაურისიო პოჩეტინო

კიდევ ერთი სახელოვანი მწვრთნელი, რომლის სახელიც ჯერ კიდევ მაშინ ისმოდა, სანამ "რეალი" მთავარ მწვრთნელად იულენ ლოპეტეგის დანიშნავდა. პოჩეტინო "რეალისადმი" სიმპათიებს არასდროს მალავდა, მაგრამ მის ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგებას "ტოტენჰემის" პრეზიდენტი დანიელ ლევი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

"დეზების" პრეზიდენტს არ სურს გუნდიდან ის მწვრთნელი გაუშვას, რომელსაც "ტოტენჰემში" დამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს და გუნდიც სწორ გზას ადგას.

ჟოზე მოურინიო

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ "სანტიაგო ბერნაბეუ" დატოვა, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა პორტუგალიელს "სამეფო კლუბში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ. მითუმეტეს ახლა, როცა ის "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დაითხოვეს. მისი მუშაობისას "რეალს" ზღაპრული შედეგები არ ჰქონია, მაგრამ ფლორენტინო პერესი და გულშემატკივრები მის დაბრუნებას არასდროს გამორიცხავდნენ.

გუნდს მოტივაციის ასამაღლებლად მკაცრი ხელი სჭირდება და ჟოზე სწორედ ასეთია. ამიტომ, მისი ზაფხულში დაბრუნება გამორიცხული არ არის. ეს გადაწყვეტილება კლუბის გასახდელში ნაკლებად მოეწონებათ. მათ შორის, გამონაკლისი არც კაპიტანი სერხიო რამოსია. ფეხბურთელებს პორტუგალიელთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

ანტონიო კონტე

კიდევ ერთი უმუშევარი მწვრთნელი, რომელიც "რეალში" შესაძლოა ვიხილოთ, ანტონიო კონტე გახლავთ. იულენ ლოპეტეგის გათავისუფლების შემდეგ ის თითქმის "რეალის" მწვრთნელი გახდა, მაგრამ იტალიელმა ივნისამდე მოცდა ამჯობინა.

იურგენ კლოპი

იურგენ კლოპი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისი "ლივერპული" ინგლისის პრემიერლიგაში პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" ჰეგემონიაში ეცილება. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "მერსისაიდელებს" ჩამოყალიბებული სათამაშო სტილი აქვთ, რაც ნამდვილად მოწონებას იმსახურებს.

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე კლოპის "ლივერპული" ფინალში ზიდანის "რეალთან" დამარცხდა. წელს იურგენი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნანატრი ტიტული დაისაკუთროს. თუ ასე მოხდა, დიდი შანსია მან ჩემოდნები ჩაალაგოს და ახალი გამოწვევების საძიებლად "რეალს" მიაშუროს.

El Pais: "რეალი" ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დაბრუნების საკითხს განიხილავს......

სოლარი, გუტი, კონტე, რობერტო მარტინესი, მოურინიო - ვინ ჩაიბარებს "რეალს"?

მადრიდის "რეალი" იულენ ლოპეტეგის შემცვლელის ძიებაშია. "სამეფო კლუბის" საშინელი შედეგების გამო დღე-დღეზე ესპანელ სპეციალისტს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ......

ლოპეტეგი შესაძლოა ლაუდრუპმა ჩაანაცვლოს

El Chiringuito-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" იულენ ლოპეტეგის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემთხვევაში მიქაელ ლაუდრუპს წინადადებით მიმართავს......

ფლორენტინო პერესმა ლოპეტეგის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მადრიდის "რეალმა" შესაძლოა იულენ ლოპეტეგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს......

პერესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მკაცრად გააკრიტიკა

ფლორენტინო პერესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ხულენ ლოპეტეგის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების გამო მკაცრად გააკრიტიკა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

25.01.2018 00:30


2 - 0

19.01.2018 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.