MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სოლარისა და ისკოს კონფლიქტი: პერესი მხარს სოლარის უჭერს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური თარიღი: 21-01-2019, 01:01
სოლარისა და ისკოს კონფლიქტი: პერესი მხარს სოლარის უჭერს

სანტიაგო სოლარიმ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობასთან ისკოს სიტუაციაზე ისაუბრა...

26 წლის ესპანელი ნახევარმცველი სანტიაგო სოლარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად იქცა და სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა.

სოლარიმ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, აღნიშნული სიტუაცია დეტალურად განიხილა და სრული მხარდაჭერაც მიიღო.

არგენტინელი სპეციალისტი მუდმივად ბურთის კონტროლს დაცვიდან შეტევაზე სწრაფად გადასვლას ამჯობინებს, ხოლო ისკო ასეთ ტაქტიკაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ის მაშინ გამოიყურება კარგად, როცა გუნდი აქცენტს უშუალოდ ბურთის კონტროლზე აკეთებს.

გარდა ამისა, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სოლარისა და ისკოს კონფლიქტი იმის გამო წარმოიშვა, რომ ფეხბურთელმა გასახდელში მთავარ მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ის პოსტი მოიწონა, სადაც სოლარი მკაცრად იყო გაკრიტიკებული.

ფლორენტინო პერესმა სოლარის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ამიტომ, ისკოს ორი ვარიანტი რჩება: კლუბი დატოვოს ან მწვრთნელის სისტემას მოერგოს.

სავარაუდოდ, ზაფხულში ესპანელი ნახევარმცველი "რეალს" დატოვებს, ხოლო მადრიდელები შემოსული თანხით სხვა ვარსკვლავის გადასაბირებლად იბრძოლებენ. ისკოს მადრიდულ კარიერას მხოლოდ მწვრთნელის შეცვლა გადაარჩენს.

Tuttosport: "რეალი" "იუვენტუსისგან" დიბალა - ისკოს ბარტერს მოითხოვს

ტურინის "იუვენტუსი" ისკო ალარკონის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს......

რამოსი: "ისკოს და სოლარის ირგვლივ ძალიან რთული სიტუაციაა"

სერხიო რამოსმა ისკოსა და სანტიაგო სოლარის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა......

ისკომ Twitter-ზე პოსტი მოიწონა, სადაც სოლარის აკრიტიკებენ

ისკო უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ სანტიაგო სოლარიმ სამეფო თასის მერვედფინალში "ლეგანესთან" გასამართი პირველი მატჩის წინ სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვა......

"რეალში" არ სურთ ისკოს სიტუაცია პრობლემას წარმოადგენდეს

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ისკოს მხარს უჭერს და არ სურს ის გუნდისთვის პრობლემას წარმოადგენდეს......

"რეალი" ისკოს არ გაყიდის

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ისკოს გაყიდვა გადაიფიქრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.