MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სოლარი: "გადაწყვეტილი არაფერია. საპასუხო მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, სამეფო თასი თარიღი: 7-02-2019, 19:22
სოლარი: "გადაწყვეტილი არაფერია. საპასუხო მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

სანტიაგო სოლარიმ სამეფო თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში "ბარსელონასთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

შედეგი

"ფეხბურთში სამართლიანობაზე საუბარი რთულია. გვქონდა შანსები იმისათვის, რომ ორივე ტაიმში ანგარიში გაგვეზარდა: ბეილს, კროოსს... აღვნიშნავ, რომ მატჩი ლამაზი გამოდგა და უამრავი საგოლე მომენტი ვიხილეთ. ეს სასიამოვნო სანახავი იყო როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის".

"გუნდი სერიოზულად მუშაობს და ეს ყველამ დავინახეთ".


ფავორიტი

"გადაწყვეტილი არაფერია. საპასუხო მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან ორივე გუნდი მაღალი დონისაა".

მარსელო

"მარსელო გუნდის ვიცე-კაპიტანია, 100%-ით მადრიდისტაა და გვსურს ყველა ჩვენი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში გვყავდეს".

ვინისიუსის თამაში

"ეს არ მაოცებს, რადგან მას კარგად ვიცნობ. ვინისიუსი 18 წლისაა და მსგავსი ნიჭი იშვიათია. ეს მისი და თანაგუნდელების დამსახურებაა, რომლებიც მას ბრწყინვალე თამაშში ეხმარებიან".

დერბი და "აიაქსი"

"ყველაფერს ნელ-ნელა განვიხილავთ. განვლილ შეხვედრებს გადავხედავთ, გავიგებთ, როგორ მდგომარეობაშია ლიორენტე. ეს შესანიშნავი ტურნირია, ხვალიდან კი აქცენტს ლა ლიგაზე გავაკეთებთ".

ხელიდან გაშვებული შანსები

"ჩვენ ყოველთვის გამარჯვება გვსურს და საგოლე მომენტებიც საკმარისად გვქონდა, მაგრამ ფეხბურთში მოვლენების განვითარების უამრავი გზაა. ეს მატჩი ადასტურებს, რომ გუნდი სერიოზულად მუშაობს და სწორ გზას ადგას".

ლუკას ვასკესი

"მას ბევრი კარგი თვისება აქვს, რასაც ესპანელებში ვაფასებ. ეს სოლიდურობა და გამბედაობაა".

სოლარი: "ბენზემა შეტევაში ჩვენი წამყვანი ფეხბურთელია"

სანტიაგო სოლარიმ სამეფო თასის მერვედფინალში "ლეგანესთან" (1:0) გამართული საპასუხო მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ლოპეტეგი: "საკმარისი ძალა მაქვს იმისათვის, რომ "რეალში" მუშაობა გავაგრძელო"

იულენ ლოპეტეგიმ ლა ლიგის მე-10 ტურში "ელ კლასიკოში" (1:5) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

მარსელო: "ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

მარსელომ ევროპის სუპერთასზე "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა......

ლოპეტეგი: "გუნდმა ხასიათი გამოავლინა"

ხულენ ლოპეტეგიმ International Champions Cup-ზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2:1) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რონალდუ ასეთ სასჯელს არ იმსახურებდა"

ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონასთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.