MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სოლარი: "მოედანზე უნდა გავიდეთ და პირველივე წუთებიდან ვიბრძოლოთ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 9-02-2019, 18:01
სოლარი: "მოედანზე უნდა გავიდეთ და პირველივე წუთებიდან ვიბრძოლოთ"

სანტიაგო სოლარიმ ლა ლიგის 23-ე ტურში "ატლეტიკოსთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

ბალანსი: ფიზიკური, ტაქტიკური და მორალური

"ჩვენ ამ ბალანსის გასამყარებლად ყოველდღე თავდაუზოგავად ვშრომობთ. ფეხბურთელები ძალიან სერიოზულად მუშაობენ, რათა ეს ყოველ მატჩში გამოიყენონ".

იზეიმებს თუ არა მორატა "რეალის" კარში გატანილ გოლებს?

"მეტოქისადმი პატივისცემა პირადი ემოციების გამოხატვასთან არანაირ კავშირში არ არის".

ისკომ ვარჯიში ვერ დაასრულა

"მან მინდორი ზურგის ტკივილების გამო დატოვა. სიტუაციას შევაფასებთ".

ვინისიუსი და "ფლამენგოში" მომხდარი ტრაგედია

"რა თქმა უნდა, ტრაგედიამ მასზე ძალიან იმოქმედა. ეს მისი სახლია და ბუნებრივია. ეს ყველასთვის საწყენი ინფორმაციაა, მაგრამ პირველ რიგში დაშავებულებისთვის და დაღუპულთა ოჯახებისთვის. მათ სამძიმარს ვუცხადებთ".

დე ლა რედის და ისკოს სიტუაცია

"პროფესიონალმა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით უნდა ივარჯიშოს, რათა გუნდს სარგებელი მოუტანოს. გუნდი კარგ ფორმაშია. ყველა ფეხბურთელი კარგად მუშაობს და ყოველ მატჩში სწორედ გუნდური თამაშია პრიორიტეტული".

სიმეონესთან მსგავსება და განსხვავება

"შედარება ყოველთვის უსარგებლოა. მას ვაფასებ და პატივს ვცემ. ჩვენ არგენტინის ნაკრებში თანაგუნდელები ვიყავით. ის "სან-ლორენცოში" მწვრთნიდა. ჩემთვის მასთან მუშაობა დიდი გამოცდილების მომტანი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი მატჩი გველოდება. ჩვენ მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. შეჯიბრი ორივეს მოგვწონს. ეს ნამდვილად ასეა".

ტიბო კურტუას თამაში ყოფილი გულშემატკივრების წინაშე

"მაღალი ზეწოლა ყოველთვის დამატებითი სტიმულია. თუმცა, სასტარტო შემადგენლობას თქვენს წინაშე არ დავასახელებ".

ბეილი და ასენსიო

"ყველამ პროგრესი უნდა განვიცადოთ, გავუმჯობესდეთ... ყველამ ვიცით, რისი მიცემა შეუძლიათ ამ ფეხბურთელებს გუნდისთვის. გვიხარია, რომ ისინი ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან, კარგად პროგრესირებენ როგორც ვარჯიშების, ასევე მატჩების დროს".

"ატლეტიკო"

"ისინი ინტენსიურად და ენერგიულად თამაშობენ, ტაქტიკურად კი ძალიან ძლიერები არიან. მათ ინტენსივობა, ენერგია და ჩვენი ფეხბურთი უნდა დავუპირისპიროთ, რათა თავიდანვე ამ მატჩის მთავარი მოქმედი პირები ვიყოთ. მოედანზე უნდა გავიდეთ და ვიბრძოლოთ".

ისკო

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ კითხვებზე ყოველ ჯერზე გპასუხობთ, ყოველ პრესკონფერენციაზე".

ეძლევა თუ არა ისკოს იმდენივე შანსი, რაც მის თანაგუნდელებს?

"ფეხბურთი მუშაობა და საკუთარი ნიჭის გუნდის სასარგებლოდ გამოყენებაა. თითოეულ ვარჯიშზე 100%-ით უნდა დაიხარჯო. ეს ის სამუშაოა, რომელიც ყოველთვის უნდა შეასრულო, რათა მუდამ მზად იყო, როცა საჭირო იქნება".

დაღლილობა "კლასიკოს" შემდეგ

"ფეხბურთელები მწყობრში არიან. ერთი სიამოვნებაა მათი ცქერა არამარტო მატჩების, არამედ ვარჯიშების დროსაც. ისინი სრულად კონცენტრირებულები არიან. ისინი სიამოვნებას იღებენ ვარჯიშების და მატჩების დროსაც".

ლუკას ერნანდესმა განაცხადა, რომ "რეალი" უარით გაისტუმრა

"ყველას თავისი მოსაზრება აქვს".

სოლარი: "პირველივე წუთებიდან გამარჯვების მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ"

სანტიაგო სოლარიმ სამეფო თასის მერვედფინალში "ლეგანესთან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ფავორიტი არც "რეალია", არც "იუვენტუსი". ეს ფინალია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

ზინედინ ზიდანმა ტურინის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "არც მე და არც ჩემი ფეხბურთელები მსაჯების საქმიანობაში არ ვერევით"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 25-ე ტურში "ლას-პალმასთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ხვალ მორატა სასტარტოში იქნება"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 23-ე ტურში "ესპანიოლთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლა ლიგის მოსაგებად ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 34-ე ტურში "ვილიარეალთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.