MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სოლარი: "ეს გამარჯვება ფეხბურთელების დამსახურებაა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 10-02-2019, 06:33
სოლარი: "ეს გამარჯვება ფეხბურთელების დამსახურებაა"

სანტიაგო სოლარიმ ლა ლიგის 23-ე ტურში "ატლეტიკოსთან" (1:3) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

გამარჯვება

"ეს ფეხბურთელების დამსახურება იყო. ეს ერთადერთი საშუალებაა წარმატებას მიაღწიო ამ სტადიონზე ასეთი ძლიერი და კონკურენტუნარიანი მეტოქის წინააღმდეგ. ყველა ასპექტში ძლიერად ვიასპარეზეთ. ეს დეკემბრის თვიდან მოყოლებული ჩვენი საუკეთესო მატჩია".

გუნდის პროგრესი

"ამ პროგრესის მთავარ ფაქტორს ფეხბურთელები წარმოადგენენ. ყველანი გუნდის ნაწილს წარმოვადგენთ. მათ შორის, მეც, მაგრამ ფეხბურთელები ვარჯიშობენ და მინდორზეც ისინი გადიან, რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან. ეს მათი დამსახურებაა".

სერხიო რეგილონი

"ის კანტერანოებისთვის სამაგალითოა. თუ იბრძვი, ნიჭიერი ხარ და ბოლომდე იხარჯები, "რეალის" პირველ გუნდში ადგილს მიიღებ".

გარეტ ბეილი

"ის თავს შესანიშნავად გრძნობს და ბედნიერია. გარეტმა თამაშს წერტილი დაუსვა და მატჩიდან მატჩამდე თავს უკეთ გრძნობს".

მსაჯის გადაწყვეტილებები

"მწვრთნელები თითქმის ვერაფერს ხედავენ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, მოცდაა. როცა გადაწყვეტილებას იღებენ, ველოდებით, რომ ის მართებული იქნება. VAR - რაღაც ახალია. ჯერჯერობით ვეჩვევით".

ვინისიუსი

"ის ჯერ კიდევ ბავშვია და ადამიანებს ზოგჯერ ეს ავიწყდებათ. ის ჩვენს გუნდში ახლახანს გადმობარგდა. ვინისიუსი დონეს ნელ-ნელა იმაღლებს. მას დიდებული მრჩეველები ჰყავს, ხოლო გუნდმა შესანიშნავად მიიღო".

დაცვა

"იმისათვის, რომ აქ ქულები მოიპოვო, სრულყოფილი მატჩის ჩატარებაა საჭირო. გადამწყვეტ მომენტებში ძლიერები ვიყავით, თავს კარგად ვიცავდით და კარგად ვუტევდით... კმაყოფილები ვართ იმით, რომ ისეთი ძლიერი გუნდი დავამარცხეთ, როგორიც "ატლეტიკოა".

ლა ლიგაში ბრძოლა

"რეალი" ყველა ტურნირისთვის ბოლომდე იბრძვის. ლა ლიგა ჯერ არ დასრულებულა. ახლა მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან "ატლეტიკო" არ ნებდება. ის შესანიშნავი გუნდია, რომელსაც დიდებული მწვრთნელი ჰყავს. იგივე მიმართულებით სვლა უნდა გავაგრძელოთ და კვლავ გავიმარჯვოთ. ჩვენ ღრუბლებში არ დავფრინავთ. შესანიშნავად ვიცით, რომ უნდა ვიმუშავოთ. ის, რომ "რეალი" ფავორიტია, ამას ისტორიაც გვეუბნება".

გუნდის მუშაობა

"ყველა დიდებული იყო. საუბარი მაქვს გუნდის თითოეულ ფეხბურთელზე. ეს მთელი გუნდის გამარჯვება იყო. ფეხბურთში გუნდის ყველა ფეხბურთელი მონაწილეობს და ეს გუნდი ამ კლუბის გერბისთვის იბრძვის. მათ ეს დაამტკიცეს კიდეც, როცა ასეთ სტადიონზე გამარჯვება მოიპოვეს".

სოლარი: "ვილიარეალთან" მატჩს დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით"

სანტიაგო სოლარიმ "ვილიარეალთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა......

სოლარი: "რეალი" მუდამ კრიზისშია. მაშინაც კი, როცა ჩემპიონთა ლიგას ვიგებთ"

სანტიაგო სოლარიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "პლზენთან" (0:5) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: ""ოქროს ბურთი"? ვფიქრობ, ყველა კითხვას პასუხი გაეცა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-12 ტურში "ატლეტიკოსთან" (0:3) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლა ლიგის მოსაგებად ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 34-ე ტურში "ვილიარეალთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ბენიტესი: "ხამესმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა"

რაფა ბენიტესი "ეიბართან" (0:2) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.